რომელი ქვეყნები აცხადებენ თანხმობას, უკრაინას ტანკები მიაწოდონ?

პრეზიდენტი ზელენსკი მეგობარ ქვეყნებს ტანკებს სთხოვს. დღეს,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა და ის ქვეყნებიც დაასახელაბ, რომელიც მზად არიან უკრანა ტანკებით უზრუნველყონ.

„ტანკების საკითხი ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია ჩვენთვია.  ის დამოკიდებულია ბევრ მიზეზზე და სამწუხაროდ, დამოკიდებული არ არის უკრაინის სურვილზე. რუსეთის ფედერაციის ათასობით ტანკის წინააღმდეგ ჩვენი სამხედროების სიმამაცე და უკრაინელი ხალხის მოტივაცია საკმარისი არ არის… პოლონეთი მზად არის, ასევე ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და კიდევ საკმარისი რაოდენობა ქვეყნებისა, რომ უკრაინა ტანკებით უზრუნველყონ. ისინი მზად იყვნენ ეს აქამდეც გაეკეთებინათ. ჩვენ ყველა ველით იმ ქვეყნის ნებართვას, რომელსაც აქვს ამა თუ იმ შესაბამის ლიცენზიებზე უფლება“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, საკმარისი არ არის ის იარაღი, რომლებსაც მას პარტნიორები აწვდიან.

„საკმარისია თუ არა ის რასაც გვაძლევენ? არა, არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ. სისწრაფე და დრო მნიშვნელოვანია. ყოველი წუთი – ადამიანია“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები