რუსეთმა ქვეყნიდან ხორბლის გატანაზე კვოტები დააწესა  

რუსეთიდან ქვენები ხორბლის მოსავალს ულიმიტოდ ვერ გაიტანან. თებერვლიდან რუსეთმა კვოტები შემოიღო, რაც ქვენყიდან ხორბლის ექსპორტს ზღუდვას.

როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ე.წ. სანქციები 15 თებერვლიდან ამოქმედდება.

„შემოსულია ახალი ფაქტორი, რუსეთმა შემოიღო კვტირება, ანუ ქვეყნიდან ხორბლის გატანაზე დააწესა კვოტები. ეს“ სანქციები“ თებერვლის თვიდან ამოქმედდება.  კვოტა ნიშნავს ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბლის გატანას. შესაბამისად, ჩვენც ამაში ვხვდებით. გააჩნია რა რაოდენობის კვოტას მოგვცემენ საერთოდ. საქართველოსთვის ხორბლის ძირითად მომწოდებლად ისევ რუსეთი რჩება გეოგრაფიული მდებრეობიდან გამომდინარე, ყველაზე იაფი ქორბალი მოდის სწორედ რუსეთიდან.  აქ ლოჯისტიკა მნიშვნლოვანია, გეოგრაფულად ყველაზე ახლო მეზობელი რუსეთია და იქიდან შემოტანა შედარებით იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნიდან“ – აღნიშნა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავართან“.    

მსგავსი თემები