,,მოგვეცით იარაღი და ჩვენ დავიბრუნებთ რაც ჩვენია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა დაიბრუნებს ყირიმს. ამის შესახებ ზელენსკიმ ხუთშაბათს დავოსში ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ჩვენი მიწაა. ყირიმი ჩვენი ზღვა და ჩვენი მთებია. მოგვეცით თქვენი იარაღი და ჩვენ დავიბრუნებთ რაც ჩვენია”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დატოვოს ყირიმი.

„რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დატოვოს ეს ტერიტორია და არა მხოლოდ ეს. არავინ ამბობს, რომ ურთიერთობები შეიძლება აღდგეს, მაგრამ მას შეუძლია გადაარჩინოს მათი ხალხის სიცოცხლე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები