“უკრაინა ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს,  რუსეთი არ დაიშლება“ – ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ამ ომში უკრაინა გამარჯვებული გამოვა, საკუთარ ტერიტორიებსაც დაიბრუნებს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი დაიშლება.

“რუსეთი დიდი, ამაყი, ძველი ქვეყანაა. რუსეთი არ დაიშლება, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო: დიდი ბრიტანეთის მიზანი, ნატო-ს მიზანი, უკრაინის ყველა მეგობრის მიზანი არ არის რაიმე კონკრეტული ცვლილებების მიღწევა მოსკოვში. ჩვენი მიზანია, დავიცვათ და დავეხმაროთ უკრაინას, რომ უკრაინა იყოს თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი. გზა, რომელსაც ბრიტანეთი ეძებს უკრაინის აღდგენაში დასახმარებლად, ისევე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესაქმნელად, უკრაინას მისცემს უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე მისცემს უსაფრთხოებას რუსეთს და ეს შეიძლება, გაკეთდეს“, – აცხადებს ბორის ჯონსონმა.

 

მსგავსი თემები