,,ლავროვის ქება და მეგობარი სახელმწიფოების შენიშვნები ნიშნავს, რომ მტრის სამსახურში ხარ”- პაატა მანჯგალაძე

ლავროვის ქება და მეგობარი სახელმწიფოების შენიშვნები ნიშნავს, რომ არასწორი გზით მიდიხარ და მტრის სამსახურში ხარ. ეს განცხადება არის პირდაპირი დადასტურება იმ ღალატის ქრონიკის, რომელზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ, – ამის შესახებ„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ნათლად აღიარებული ევროპული კურსისა და ნატო-ში ინტეგრაციის ნაცვლად, აირჩია რუსეთთან მუხლებზე დგომის, ენის მოჩლექვისა და ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა”. „ლავროვის ქება-დიდება იგივეა, რომ მურვან ყრუმ, აღა მაჰმად ხანმა და შაჰ აბასმა გაქონ. ლავროვის ქება და მეგობარი სახელმწიფოების შენიშვნები ნიშნავს, რომ ე.ი. არასწორი გზით მიდიხარ და მტრის სამსახურში ხარ. ეს განცხადება არის პირდაპირი…

მეტი...

ფილარმონიაში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის, კინომსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან უამრავი ხალხია შეკრებილი. ბუბა კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და, საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.

მეტი...

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრანული გამოცემების ცნობით, ბელარუსში აფრინდა რუსეთის ფედერაციის MiG-31k VKS, რომელიც არის ე.წ. „ხანჯლების“ რაკეტების შემცველი. საჰაერო განგაშის შესახებ ინფორმაციას  უკრაინის შინაგან საქმეთა მინსიტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკოც ადასტურებს.

მეტი...

,,უკრაინა ჩვენი მეგობარი იყო ყოველთვის, ჩვენ სათანადო მეგობრობას, როგორც ჩანს ვერ ვუწევთ“- გიული ალასანია

,,ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც იყო მსგავსი შემთხვევები, როცა უკრაინის ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ შეუშვეს,” – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა. გიული ალასანია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 17 დეკემბერს მიმართეს თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცათ უკრაინის ომბუდსმენისთვის, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. „მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელებს, იმიტომ, რომ ჩემი შვილის მხარდაჭერა მუდმივად იგრძნობა, მე ამას ყველანაირად ვგრძნობ. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც მსგავსი შემთხვევები იყო, როცა უკრაინის ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ…

მეტი...

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი დათიაშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი საწოლში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,მათ სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენ მხარდაჭერას”- შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება. მიშელი Twitter-ზე მატარებელში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. “უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, შვილების მომავლისთვის. მაგრამ ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისთვის – მშვიდობა და კეთილდღეობა. მათ სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენ მხარდაჭერას”, – წერს მიშელი. მიშელის თქმით, კიევში  პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ დენის შმიგალსა და დეპუტატებს შეხვდება.

მეტი...

,,საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია”- ევროპარლამენტის საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ანგარიში

,,საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში,”- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოუწოდებს ევროკავშირს განაგრძოს მოთხოვნა, რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. „ვინაიდან ევროპული სახელმწიფოების ნებაყოფლობითი გაწევრიანება ევროკავშირში რჩება კავშირის ყველაზე წარმატებულ საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად; ვინაიდან 2022 წლის 23 ივნისს ევროპელმა ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა; ვინაიდან 2022 წლის 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა ბოსნია და…

მეტი...

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია – ევროპარლამენტის საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ანგარიში

ევროპარლამენტმა დაამტკიცა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიური ანგარიში. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოლდოვასა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანელების მომავალი ევროკავშირშია. „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანელების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია; კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას გაფართოებისადმი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და რომელიც ახლა, ვიდრე ოდესმე არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია სტაბილურობაში, ძლიერი და ერთიანი ევროკავშირი; მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არის კავშირის საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესებში; მოუწოდებს საქართველოს, ხელშესახებად შეასრულოს კომისიის მიერ შედგენილი და ევროპული…

მეტი...

რა შემთხვევაში გაუგზავნის გერმანია უკრაინას ”ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკებს – შოლცის ულტიმატუმი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი  უკრაინისთვის „ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკების გადაცემას დათანხმდება,  თუ უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს შეერთებული შტატებიც მიაწვდის. გერმანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. გერმანიას უკრაინისთვის ტანკების გადაცემისკენ სხვა ევროპული ქვეყნებიც, მათ შორის პოლონეთიც მოუწოდებს. „ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკები ყველაზე მოწინავე საბრძოლო ტექნიკაა, რომლის ჭურვსაც 5 კმ-ის რადიუსის მანძილის დაფარვა შეუძლია. უკრაინა ითხოვს თანამედროვე დასავლურ იარაღს, განსაკუთრებით მძიმე საბრძოლო ტანკებს. ბერლინს კი აქვს ვეტოს უფლება ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მისი “ლეოპარდის” ტანკების ექსპორტთან დაკავშირებით, რომლებიც ნატოს მოკავშირე არმიებმა განათავსეს ევროპაში.

მეტი...

,,ჩვენ მათ გავანადგურებთ – რუსეთის დამარცხება შეუძლებელია”- რუსეთის ელჩი

,,იფიქრეთ ვლადიმერ პუტინის თეზისებზე. რუსეთის ფედერაციის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია. გამარჯვება ჩვენი იქნება”, – ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. მისი თქმით, „უკრაინის იარაღით გავსება, იქნება ეს აშშ-ის თუ ნატო-ს სხვა ქვეყნების მიერ, მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდას გამოიწვევს და დამატებით სირთულეებს შექმნის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში“. „ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს: როგორი იარაღიც არ უნდა მიაწოდონ ამერიკელებმა ან ნატო-მ ზელენსკის რეჟიმს, ჩვენ მათ გავანადგურებთ. ასე იყო დიდი სამამულო ომის დროს, ასე იქნება ახლაც“, – განაცხადა ანტონოვმა.    

მეტი...

რუსეთმა ომში უკვე დაახლოებით 118 530 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 19 იანვრამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 118 530; ​ტანკი – 3 136 ; ჯავშანტექნიკა – 6 235; საარტილერიო სისტემა – 2 122; სარაკეტო სისტემა – 442; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220; თვითმფრინავები – 287; ვერტმფრენი – 277; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 882; საკრუიზო რაკეტები – 749; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 896; გემი/ნავი/კატარღა – 17; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 190.

მეტი...

,,ჩემ­თვის არა­ვის არა­ფე­რი უჩუ­ქე­ბია, ეს არის ტყუ­ი­ლი”- სოფო ნიჟარაძე

მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით პა­სუ­ხობს კი­თხვა­ზე, მარ­თა­ლია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში სახ­ლი აჩუქა. “ახლა ამ კი­თხვის დროა? ჩემ­თვის არა­ვის არა­ფე­რი უჩუ­ქე­ბია, ეს არის ტყუ­ი­ლი” – ამ­ბობს ნი­ჟა­რა­ზე “პოსტ ტვ”-სთან სა­უ­ბარ­ში. ცნო­ბის­თვის, 17 იან­ვარს ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედ­მა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნო­ტა­რი­უ­ლი თან­ხმო­ბით, გი­უ­ლი ალა­სა­ნია, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვილს, ჟას­მინ იას­კოს კი­ე­ვის ცენ­ტრში დე­ბა­რე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბინა და თან­ხა 27 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­და­უ­ფორ­მა.

მეტი...

,,გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე”- გერმანიის ფინანსთა მინისტრი

გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე, – ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანიამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სრულად შეძლო მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიცირება, იპოვა  ენერგომატარებლების იმპორტის ახალი წყაროები. „ბიბისი“ წერს, რომ მანამდე გერმანია იმპორტირებული გაზის ნახევარს და ნავთობის მესამედს სწორედ რუსეთისგან იღებდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა გერმანიამ კვლავ გახსნა ქვანახშირის ელექტროსადგურები და დროები გადაავადა გეგმები დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის დახურვასთან დაკავშირებით, ასევე გაზარდა ბუნებრივი აირის საცავების სიმძლავრე.

მეტი...

,,საქართველოს მიმართ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი, ეს ერთადერთი ინტერესი არის, მეორე ფრონტი”- კობახიძე

საქართველოს მიმართ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის, ბელორუსის მიმართ, ეს ერთადერთი ინტერესი არის, მეორე ფრონტი, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით,  მოლდოვას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღო. „მესიჯი იყო, რომ საკმარისს არ ვაკეთებთ უკრაინისთვის. ამ დროს, მოლდოვა არც სანქციებს უერთდება, არც სხვა განსაკუთრებულ ზომას იღებს და დსთ-ს წევრად რჩება. არავის არ უთქვამს, რომ ამის გამო მოლდოვის ხელისუფლება არის პრორუსული და ა.შ. არსად რეზოლუცია არ მიუღიათ მოლდოვასთან დაკავშირებით, არცერთ ევროპარლამენტარს ასეთი რამ არ უთქვამს და პირიქით,…

მეტი...

მკვლელობა 200 000 ევროს გამო – მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში 47 წლის ქალი დააკავეს

საბერძნეთში 50 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 47 წლის ქალი დააკავეს.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო მოტივი 200 000 ევრო გახდა. მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაში გადაასვენეს. მედიის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...

,,აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს.  ბლინკენის თქმით, თანხა ასევე მოხმარდება წყალმომარაგებისა და ცენტრალური გათბობის სისტემების სარეზერვო კვების ბლოკების შეძენას. ასევე გაზის ტურბინების, ტრანსფორმატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მარაგების შევსებას. 125 მილიონი კონგრესის მიერ 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების პაკეტიდან გამოიყოფა.

მეტი...

ხანძარი სომხეთში – დაღუპულია 15 სამხედრო

სომხეთში, ბასარკეჩიარის რაიონში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ბუბა კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ

საქართველოს სახალხო არტისტს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან მოხდება. ბუბა კიკაბიძეს მისი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ბუბა კიკაბიძე კვირას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

,,საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. დავოსში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა გერმანული ენერგეტიკული კომპანიის – “RWE AG” -ის აღმასრულებელ დირექტორთან მარკუს კრებერთან გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორი და ასევე მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები. “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევხვდი გერმანიის ქალაქ ესენში სათავო დაწესებულების მქონე მრავალეროვნული ენერგოგენერაციის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს. განვიხილეთ საქართველოს ენერგოსექტორი, მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები. საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

,,დავკარგეთ ხალხი, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები, პატრიოტები, საიმედო ხელმძღვანელები, ნამდვილად დიდი დანაკარგია სახელმწიფოსთვის”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბროვარში ავიაკატასტროფის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. მისი თქმით, ბროვარში, ავიაკატასტროფის ადგილას სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა. „25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვი. დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ჩემი სამძიმარი ყველას, ვინც ახლობელი და ნათესავი დაკარგა. ჩვენ დავკარგეთ ხალხი, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები, პატრიოტები, საიმედო ხელმძღვანელები. მინისტრი დენის მონასტირსკი, ევგენი იენინი და მათი კოლეგები, რომლებიც კატასტროფაში დაიღუპნენ, ადვილად ჩასანაცვლებელი ხალხი არაა. ნამდვილად დიდი დანაკარგია სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, მხოლოდ მისასალმებელი იქნება”- ირაკლი კობახიძე

,,რუსეთის ფედერაციაში მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. „2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. ჩვენ გვესმის, რომ აქაც არის ისტერიკა იმ ადამიანების მხრიდან, გავიხსენოთ ცნობილი „ტროიკა“ ხოშტარია, ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე. აქედან ერთ-ერთი პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას და ეს არაფერი არ არის.…

მეტი...