,,განაჩენი აუცილებლად დადგება”- დავით არახამია

,,უკრაინა მიიღებს ყველაფერს, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის: იარაღს, ფინანსურ, პოლიტიკურსა და იურიდიულ მხარდაჭერას,”- ასე ეხმიანება უკრაინის “რადას” ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია Telegram-ზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

არახამიას თქმით, უსეთი წააგებს და აგებს პასუხს ბუჩაზე, მარიუპოლზე, დნიპროზე, ხარკოვზე, დონბასსა და ყირიმზე.

,,ევროპარლამენტმა უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და კიდევ ერთი ცუდი ამბავი საოკუპაციო ძალებისთვის.

უკრაინა მიიღებს ყველაფერს, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის: იარაღს, ფინანსურ, პოლიტიკურსა და იურიდიულ მხარდაჭერას.

რუსეთი წააგებს და აგებს პასუხს ბუჩაზე, მარიუპოლზე, დნიპროზე, ხარკოვზე, დონბასსა და ყირიმზე. სასამართლო დარბაზში ვნახავთ ყველას, ვინც ბრძანებებს გასცემდა და ასრულებდა.

ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი დასავლეთიდან. ვირთხებს მაინც შეუძლიათ ბუნკერიდან თავის დაღწევა, მაგრამ განაჩენი აუცილებლად დადგება,”- წერს დავით არახამია.

,,ომის დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ”- ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

მსგავსი თემები