,,რუსეთი ცდილობს უკრაინელები ახალი წლის წინ ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს”- დენის შმიგალი

,,რუსეთი ცდილობს უკრაინელები ახალი წლის წინ ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს,”- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმიტ,  მოსკოვი  თავდასხმისთვის 2 კვირის განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრწყინვალედ იმუშავა. „მეათე მასშტაბური თავდასხმა, რუსეთი ცდილობს უკრაინელები ახალი წლის წინ ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს. მტერი დიდ იმედებს ამყარებდა ამ თავდასხმაზე, მისთვის ორი კვირის განმავლობაში ემზადებოდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტურობის მაღალი დონე აჩვენა. ჩამოგდებულია 54 რაკეტა“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.    

მეტი...

,,სააკაშვილი თუ შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,სააკაშვილი თუ შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი, თავისი შიშების გამო, ქვეყანას ნუ აზიანებს,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ ობიექტური დასკვნების საფუძველზე, კანონთან შესაბამისობით. „ამ ისტორიაში ყველაზე მძიმე ისაა, რომ საქართველოს უტიფრად აბრალებენ, სახელმწიფო ადამიანს ციხეში წამლავსო. ამის გაკეთებას არ ერიდებიან და მზად არიან, საქართველოს თავი მოჭრან, ოღონდ, მათ მერკანტილურ მიზნებს მიაღწიონ. ასეთი პოლიტიკა ამორალურია – თუ ქვეყანაში შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი, რაც ეკუთვნის, თავისი შიშების გამო, ამ ქვეყანას ნუ ანგრევს და…

მეტი...

პრეზიდენტმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

პრეზიდენტმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ,,მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა. ხოლო ,,ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა,”- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,პრეზიდენტი იყო არაადეკვატური, უხეში და ცოტა გაღიზიანებული”- მიხეილ ყაველაშვილი

,,სალომე ზურაბიშვილი არის ზეწოლის ქვეშ თავისი მორალური შეხედულებიდან, რომელიც ამ ადამიანების მიმართ აქვს,”- ასე ეხმიანება ”ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი აქციის მონაწილეებისადმი პრეზიდენტის მიმართვას. მისივე თქმით, ”პრეზიდენტი იყო არაადეკვატური, უხეში და ცოტა გაღიზიანებული”. ,,სამწუხაროდ, პრეზიდენტი იყო არაადეკვატური, უხეში და ცოტა გაღიზიანებული ამ ხალხის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ზეწოლის ქვეშ არა მმართველი ძალისგან, არამედ, ის არის ზეწოლის ქვეშ თავისი მორალური შეხედულებიდან, რომელიც ამ ადამიანების მიმართ აქვს. სამწუხაროა, რომ მისი გაღიზიანებული ტონი სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომ ალბათ ვერ გადაუწყვეტია და გაღიზიანება გამოიწვია იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სულ ყოვედღე უნდა…

მეტი...

,,რუსებმა დარჩენილი მარაგის მეოთხედი გამოიყენეს, რათა რამდენიმე საათი/დღე უშუქოდ ვისხდეთ, სულელებთან ვიბრძვით” – არესტოვიჩი

,,დღეს რაკეტების მთელი დარჩენილი მარაგის მეოთხედი გამოიყენეს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რამდენიმე საათი/დღე შუქის გარეშე ვისხდეთ…ჩვენ ვიბრძვით სულელებთან,” ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი წერს. ,,მთელი ჩემი ფანტაზიით ვერ წარმოვიდგენდი კრემლის მიერ ისეთი ძვირფასი რესურსის არაეფექტურ ხარჯვას, როგორიც არის საკრუიზო რაკეტები, თითო მინიმუმ 1 200 000 დოლარის ღირებულებისაა. რასაც არ უნდა ცდილობდნენ, 300-400 მილიონი (დოლარი) არაფერში მიდის და რუსულ სამხედრო ინდუსტრიას დახარჯულის აღდგენის შესაძლებლობა არ აქვს. დღეს რაკეტების მთელი დარჩენილი მარაგის მეოთხედი გამოიყენეს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რამდენიმე საათი/დღე შუქის გარეშე ვისხდეთ. ჩვენ ვიბრძვით სულელებთან[…] როგორც ნაპოლეონმა…

მეტი...

,,ხალხის ძალა“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნის ინიციატივით გამოდის

„ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ ევროპული და ამერიკული გამოცდილების საფუძველზე ამზადებენ ორ კანონპროექტს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მედიაში სიცრუის გავრცელების საკითხებს შეეხება. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების განმარტებით, შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი “ენჯეოსთვის“ და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად. „გვინდა მოგახსენოთ, რომ სამუშაო პროცესი უკვე სრულდება და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. კანონპროექტში აგრეთვე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ…

მეტი...

გორის იუსტიციის სახლში დაცვის პოლიციელს იარაღი გაუვარდა და სავარაუდოდ დაზიანება მიიღო

გორის იუსტიციის სახლში დაცვის პოლიციელს იარაღი გაუვარდა და სავარაუდოდ დაზიანება მიიღო. არსებული ინფორმაციით, მას ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

მეტი...

,,მარგველაშვილი საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ წევრად მოევლინა”- რატი ბრეგაძე

,,სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, შენიღბულ წითელარმიელთა მხარეს აღმოჩნდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ დასავლურ ღირებულებებთან“,-  აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. „ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ყოველთვის, მათ შორის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომაც, როგორც წესი, უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისა და საჯარო მოხელეების ცილისწამებით კი ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიციის ასოცირებულ…

მეტი...

ტრაგედია ბათუმში – მეთოთხმეტე სართულიდან ქალი გადავარდა და დაიღუპა

ტრაგედია ბათუმში – 35 წლამდე ქალი მე-14 სართულიდან გადმოვარდა. უბედური შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აივანზე შუშებს წმენდდა. სასწრაფეო დახმარების ჯგუფს ქალი  ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...

სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ

საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, წლის განმავლობაში დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ, საიდანაც 60 ათასი ოპოზიციაზე მოდის. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „მიმდინარე წელს 80 ათასი ლარი დაგროვდა ჯარიმებით და დაქვითებით. საინტერესოა, რომ ამ თანხიდან 77% ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, სადღაც 60 ათასი ლარი. ხაზინადართა საბჭოს მივმართეთ და საბჭომ იმსჯელა, რომ ჩვენ ეს თანხა გამოვიყენოთ ქველმოქმედებისთვის. ბიუროს ვთხოვთ, დავამტკიცოთ, რათა ეს თანხის გარკვეული საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,მალე საქართველოს მთავრობა არჩევანის წინაშე დადგება – ან სააკაშვილი, ან ევროკავშირი”- მარკ ფეიგინი

რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მალე არჩევანის წინაშე დადგება – ან მიხეილ სააკაშვილი, ან ევროკავშირი. მან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ იმოქმედოს და გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება. “სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს და სხვა ეროვნების ადამიანებს მოვუწოდებთ, 4 იანვარს თავიანთი ქვეყნაში საქართველოს საელჩოსთან ან საკონსულოსთან გამოვიდნენ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს აქციას შეუერთდნენ. გამოდით პლაკატებით და კანონის ფარგლებში გააპროტესტეთ. მიხეილ სააკაშვილის საკითხი გლობალურად განიხილება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საქართველოს მთავრობა თავისი სიჯიუტით არჩევანის წინაშე დადგება – ან სააკაშვილი ან ევროკავშირი. მთელი პატივისცემით მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.…

მეტი...

,,მივიჩნევ, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა” – დევიდ სმიტი

ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა. მისი განცხადებით, კლინიკაში გადაყვანამდე სააკაშვილს, უკვე აღენიშნებოდა მოწამვლის სიმპტომები. ტოქსიკოლოგის თქმით,  მისი მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის მძმე მეტალებით ინტოქსიკაცია სწორედ მარტში მოხდა: “მძიმე მეტალებით პირველი ინტოქსიკაცია მოხდა, ჩემი აზრით, მარტის თვეში, ვიდრე ის იქნებოდა გადაყვანილი და მოგვიანებით ამ მძიმე მეტალებმა დააზიანა, რამდენადაც ისინი გავრცელდა ორგანიზმში, სხვადასხვა ორგანოები” – აღნიშნა სმიტმა. ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე, მოწამვლა ციხეში მოხდა თუ არა, სმიტმა აღნიშნა: “მე არ მაქვს სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ მას მიეცა მძიმე მეტალები, რამაც გამოიწვია მძიმე დაზიანებები,…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს”- არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა. ,,ევროპელების გადმოსახედიდან, საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით ამტკიცებს რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს და საქმეში მის დემონსტრირებას არ ახდენს. ევროპაში შეიძლება ბევრი რამე მოხდეს, თუმცა ადამიანის მიზანმიმართული მკვლელობა წამების გზით?! მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა. ტოქსიკოლოგიური  ექსპერტების დასკვნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ყველამ ყველაფერი იცის და თავიანთი შეფასება აქვთ. ჯერჯერობით არაოფიციალურად, თუმცა ევროპარლამენტმა ამ საკითხს სეროზული შეფასება გაუკეთა. მათ კოლექტიური აზრი გამოთქვეს. როდესაც გაქვს…

მეტი...

,,არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით”- გია ვოლსკი

,,არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უცხოური საექსპერტო დასკვნა არსებობს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლი გარკვეულ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაცილებით დაბლაა საშიში ნიშნულიდან. „ამერიკელი ექსპერტის თაობაზე გავრცელებულია ინფორმაცია, როცა მან გარკვეულწილად ითაღლითა კონკრეტული ადამიანის შეფასებაზე. არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით. უცხოური საექსპერტო დასკვნა არსებობს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლი გარკვეულ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაცილებით დაბლაა საშიში ნიშნულიდან. მისი საკითხი ამით…

მეტი...

,,სააკაშვილი მოწამლული სხვადასხვა მეტალით იყო, მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი”- ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი

ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის განცხადებით, სამედიცინო ჩანაწერებისა და ლაბორატორიული ტესტების თანახმად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია ვერცხლისწყლით, დარიშხანით და ბარიუმით, რომლებიც სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს იწვევს. „მე განვიხილე სამედიცინო ჩანაწერის დიდი რაოდენობა და ლაბორატორიული ტესტების შედეგები, ასევე, თმების, ფრჩხილების და სისხლის ნიმუშების. ასევე, გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და 170 გვერდიანი დასკვნა. ჩემით აზრით, ის მოწამლული სხვადასხვა მეტალით იყო. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს. ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან, სხეულიდან გამოყოფის პროცესში ისინი წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს. ამის შედეგად მან განიცადა თავის ტვინის…

მეტი...

,,რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 120-ზე მეტი რაკეტა ისროლა”- მიხაილო პოდოლიაკი

რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით 120-ზე მეტი რაკეტა ისროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს. მისი თქმით, რაკეტების გაშვების მიზანი რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო პირის მოკვლა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა. „29.12.2022. მთელი უკრაინის თავზე „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტაა, რათა გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მასობრივად დახოცოს მოსახლეობა. ველით მორიგ წინადადებებს „სამშვიდობოებისგან“ „მშვიდობიან დარეგულირებაზე, „უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთისთვის“და არასასურველ პროვოკაციებზე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.  

მეტი...

,,გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს”- გიული ალასანია

,,გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე,”– ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი სახის აქციები ყველასთვის მიუღებელია. „საერთოდ გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე. სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო არის პრეზიდენტი, ხელშეუხებელია და რა მოაწყვეს იქ, ვერ გავიგე, ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, ვიღაცა საეჭვო ხალხი რომ მივიდა და „მოკალი“, „მოკალი“ იძახეს, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდაც ცივილიზაციაზე. ასეთი აქციები ყველასთვის მიუღებელია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,ზურაბიშვილის განცხადება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს”- ხაბეიშვილი

,,სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მან შესაძლოა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან  რეჟიმი ჩამოაყალიბა სადაც შანტაჟი, მუქარა არის ყოველდღიურობა „სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იძლეოდა იმის შესაძლებლობას, აღვიქვათ, რომ შესაძლოა, ამ ადამიანმა მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არ დაიჭიროს მაგალითად კალაძის პოზიცია, რომელიც ამბობს, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას გვიცვლიან ჩვენი ევროპელი კოლეგები სტატუსში ან ევროკავშირის წევრობაში, თურმე მას ეს არ აინტერესებს. ვინ მისცა კალაძეს უფლება, გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და ვინ მისცა კალაძეს უფლება, რომ…

მეტი...

,,ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი”- ხვიჩა კვარაცხელია

ხშირად ვცდილობ, ვისწავლო ახალი მოძრაობები და ისეთი გადაწყვეტილებები მივიღო, რომ გავხდე უფრო არაპროგნოზირებადი,”- ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ DAZN-თან ინტერვიში განაცხადა.  საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ 21 წლის თავდამსხმელმა, ინტერვიუში სათამაშო სტილსა და  „ნაპოლის“ მიზნებზე ისაუბრა. „ველოდი ასეთ დასაწყისს? არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს მომხდარიყო. გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ, დანარჩენს კი გულშემატკივრები განსჯიან, ბევრმა ქართველმა დაიწყო „ნაპოლის“ მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც აქ თამაში დავიწყე. ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე? ჯერ კიდევ შორს ვარ, მაგრამ საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. ასეთ სტარტს არ ველოდი, რადგან ასეთი პატარა ქვეყნიდან დიდ გუნდში მოხვედრა რთულია. ჩემი ოცნება…

მეტი...

რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო – აფეთქებების ხმა ისმის კიევში

რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, აფეთქებების ხმა ისმის კიევში. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით, სტრატეგიული თვითმფრინავებითა და გემებით უტევს. მათივე ცნობით, მაღალია რუსეთის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმის ლვოვსა და პოლტავის ოლქში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იბომბება ქალაქი ხარკოვი.

მეტი...

კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება კარანტინი გამოცხადდა

კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კარანტინი გამოცხადდა. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, კარანტინის გამოცხადების მიზეზი ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გაზრდილი რაოდენობაა. „მოგეხსენებათ, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების რაოდენობამ იმატა და შესაბამისად, კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. ეს გაკეთდა ვირუსული ინფექციების რაოდენობის მატებიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით,“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მეტი...

,,არ უარვყოფ, რომ ზურაბიშვილს შევხვდი”- ნიკა მელია

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია არ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოლო ერთო თვის განმავლობაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მელიას შეხვედრებთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები არ გაუმხელია. ,,ჩემთვის მნიშვნელოვანია გითხრათ ის, რისი თქმაც ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, რომელშიც შეიძლება ყოველთვის ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო” – განაცხადა მელიამ. მისივე თქმით,როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი საღად აფასებს შექმნილ უმძიმეს რეალობას. ,,მე მიხარია როგორ ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აფასებს ძალიან საღად შექმნილ უმძიმეს რეალობას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე საუბარი მე არ შემიძლია. ვიტოვებ იმედს რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, გვქონდა მასთან დაკავშირებით ჩვენ…

მეტი...

საახალწლო კონცერტის გამო, მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო კონცერტის გამო, 30 დეკემბრის 00:00-დან 4 იანვრის 00:00 საათამდე გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ევროპის მოედნის მიმართულებით და ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ასევე, თუმანიანის ქუჩიდან გორგასალის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N580 გორგასალის ქუჩიდან, მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას კოტე აფხაზის…

მეტი...

,,საზოგადოება კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრების, უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს”- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო  2011 წლის გადაწყვეტილებიდან ამონარიდს ავრცელებს. „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა… რათა [სანდრო გირგვლიანის] ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“, – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2011 წელი. წლები გადის, ქართული საზოგადოება კი კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრების და უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს, რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდეს“, – წერს პაპუაშვილი.

მეტი...

,,გვექნება შუამდგომლობა ყოველდღიურ რეჟიმში დაინიშნოს სასამართლო პროცესები” – შალვა ხაჭაპურიძე

,,ამჟამად ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ ფაქტიურად რაც ექსპერტიზის დასკვნაში დევს იმის საწინააღმდეგო ექიმები მოიყვანონ, ბევრს არ გააჩნია ლიცენზიები, ცდილობენ რამენაირად უარყონ თუ რაიმე დიაგნოზები არსებობს”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით,  დააყენებენ შუამდგომლობას პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩაინიშნოს. “მოწმეები გამოჩნდება სასამართლო პროცესი რომ დაიწყება, მერე დავასახელებთ, რაც შეეხება შუამდგომლობას, პროცესის დასრულებისკენ გვექნება, რომ ყოველდღიურ რეჟიმში დაინიშნოს სასამართლო პროცესები, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა ბატონ სააკაშვილს, მას ფაქტიურად აღარანაირი მკურნალობა აღარ უტარდება”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.  

მეტი...

„ფრონტზე სიტუაცია უბრალოდ ჩიხშია”- უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგნტოს ხელმძღვანელი

,,უკრაინაში ბრძოლა ჩიხშია შესული, რადგან არც რუსეთს და არც უკრაინას ამ ეტაპზე წინსვლა არ აქვთ,” – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგნტოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „სიტუაცია უბრალოდ ჩიხშია, არ იძვრის“, – განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, რუსეთი ახლა სრულ ჩიხშია და აქვს ძალიან დიდი დანაკარგი. მისივე განცხადებით, უკრაინის არმიას რამდენიმე მიმართულებით ისევ არ აქვს საკმარისი რესურსი, რათა წარმატებას მიაღწიოს. „ჩვენ არ შეგვიძლია მათი დამარცხება ყველა მიმართულებით, მაგრამ ამის გაკეთება არც მათ შეუძლიათ. ძალიან ველოდებით იარაღის ახალ პარტიას“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მეტი...

,,რატომ გადაიქცა საქართველო მონაკოს ნაცვლად, რუსეთის მოღალატეების ნაგავსაყრელად”- კოკოითი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება. კოკოითის თქმით, ღარიბაშვილის სიტყვები “შეურაცხმყოფელი და პროვოკაციულია” და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს  მოინანიონ “ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების წინაშე დანაშაულები და აღიაროს ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”. “მაინტერესებს, რატომ გადაიქცა თავად საქართველო, რომელსაც აქვს ასეთი შესაძლებლობები, “მონაკოს” ნაცვლად, რუსეთის მოღალატეების ნაგავსაყრელად? – წერს კოკოითი ტელეგრამის არხზე. ,,აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი, მეორე მონტე-კარლო”- ირაკლი ღარიბაშვილი

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე საჰაერო განგაში სამხრეთის ოლქებში გამოცხადდა, 06:04 საათისთვის კი – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში ორი წყლისზედა რაკეტმზიდი გამოიყვანეს.

მეტი...

რუსთავში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი რკინიგზის სადგურის გვერდით, დანგრეულ და მიტოვებულ შენობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი სიცივეა და კაცი, სავარაუდოდ, გაიყინა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები, ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მეტი...

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს?” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეოს ელჩი

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს?” – ასე ეხმაურება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი, კან ტანია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს 10 მილიარდზე ”გაცილებით დიდი ოდენობის ვალი აქვს” აფხაზეთის. “საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს? ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამი წლის განმავლობაში, თუ ჩვენ გვინდა ისევ საქართველოსთან გაერთიანება. ძვირფასო ბატონო ღარიბაშვილო, მინდა შეგახსენოთ, რომ 1992-1993 წლებში საქართველოს მიერ გაჩაღებულმა ომმა მიყენებულმა ნგრევამ აფხაზეთს სხვადასხვა შეფასებით 17 მილიარდ დოლარამდე ზიანი მიაყენა.თუ ეკონომიკურ ზარალზე ვსაუბრობთ, მაშინ აფხაზეთს გაცილებით…

მეტი...

,,პრეზიდენტის ვრცელი განმარტებები ეჭვებს წარმოშობს, რომ სააკაშვილი იქნება შეწყალებული”- გია ვოლსკი

,,პრეზიდენტის ვრცელი განმარტებები ეჭვებს წარმოშობს, რომ სააკაშვილი იქნება შეწყალებული,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მიტინგზე ის ხალხი მივიდა, რომელსაც გარკვეული ეჭვები დაებადა ორაზროვნების გამო “ხალხი გამოვიდა, რომელსაც გარკვეული ეჭვები დაებადა ორაზროვნების გამო, იმ განცხადებების ორაზროვნების გამო, რომლებიც გააკეთა პრეზიდენტმა და ამას უნდა პასუხი ამ ეტაპზე. ვრცელი განმარტებები, კიდევ ერთხელ დამატებით გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს, რომ ადამიანი, რომელმაც აწამა, რომელმაც მოკლა, რომელმაც დაარღვია ყველანაირი ნორმა, იქნება შეწყალებული. ამას უკავშირდება მიტინგიც, არ შეიძლება, რომ ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას,”- განაცხადა ვოლსკიმ.

მეტი...

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, დაბა წაღვერში, სახელმწიფო ტყიდან უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 9 მ3 -მდე პირველი ხარისხის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას, „ზილ 131” მარკის სატვირთო ავტომობილით ახორციელებდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქეს და დაბა წაღვერის „საქმიან ეზოში” გადაიყვანეს. ვინაიდან კანონდარღვევის ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში. უკანონოდ ჩამორთმეული სამასალე მერქნის დასაწყობება მოხდა წაღვერის „საქმიან ეზოში”, საიდანაც შემდგომ განხორციელდება მისი რეალიზაცია.

მეტი...

ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით იაპონიაში 415 ადამიანი გარდაიცვალა

იაპონიაში „კოვიდ 19“-ით ბოლო 24 საათში 415 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გასული ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიაში ვირუსის 216 219  შემთხვევა დადასტურდა, რაც გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით ოთხი პროცენტით მაღალია. მედიის ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იაპონიაში „კოვიდ 19“-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

მეტი...

“მიყვარხართ და დამლოცეთ” – ხვიჩა კვარაცხელია ილია მეორესთვის მიმართვას ავრცელებს

„გილოცავთ თქვენო უწმინდესობავ აღსაყდრებიდან 45 წლის და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს. მრავალჟამიერი იყოს თქვენი სიცოცხლე, მიყვარხართ და დამლოცეთ” – ხვიჩა კვარაცხელია ილია მეორეს მიმართავს და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვყნებს.  

მეტი...

საზარელი დანაშაული მარნეულში – 33 წლის კაცმა ჯერ საკუთარ მამას ესროლა, შემდეგ კი ბაბუა დაჭრა

საზარელი შემთხვევა მარნეულში. 33 წლის კაცმა ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ მამას ესროლა, შემდეგ  კი სამზარეულოს დანით ბაბუა დაჭრა. ორივე დაზარალებულის მდგომაროება ახლა კრიტიკულია. ირკვევა, რომ მამა-შვილ პაპიაშვილებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, მათ გაშველებას კი ბაბუა ცდილობდა. შვილიშვილის მიერ დაჭრილი ხანდაზმული კაცი ახლა კომაშია, მდგომარეობა იმდენად მძიმეა რომ ექიმები პროგნოზსაც ვერ აკეთებენ.  შვილის მიერ დაჭრილ მამას კი ტვინის შეშუპება აქვს. სავარაუდო დამნაშავე უმძიმესი ბრალდებით უკვე დაკავებულია.

მეტი...

მედიის ცნობით, აშშ ჩინეთიდან ფრენების შეზღუდვას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთიდან ფრენების შეზღუდვას გეგმავს. როგორც „ბიბისი“ წერს, მიზეზი ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდა და ვირუსის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთის მთავრობის არაგამჭვირვალე პოზიციაა. ამასთან, ოთხშაბათს იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ განიხილავს, ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კოვიდტესტირება სავალდებულო გახდეს. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს აუცილებელია ვირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტის მეთვალყურეობისა და იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად, იტალიის მოსახლეობის დასაცავად. იაპონიამ, მალაიზიამ, ტაივანმა და ინდოეთმა კი წესები გაამკაცრეს. ოფიციალური პირების განცხადებით, მალპენსას აეროპორტში, ერთ-ერთ რეისზე მგზავრების 52 %-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, გასულ კვირას, ყოველდღიურად, პეკინში „კოვიდ-19“-ის 4 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ემატებოდა.

მეტი...