,,რუსებმა დარჩენილი მარაგის მეოთხედი გამოიყენეს, რათა რამდენიმე საათი/დღე უშუქოდ ვისხდეთ, სულელებთან ვიბრძვით” – არესტოვიჩი

,,დღეს რაკეტების მთელი დარჩენილი მარაგის მეოთხედი გამოიყენეს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რამდენიმე საათი/დღე შუქის გარეშე ვისხდეთ…ჩვენ ვიბრძვით სულელებთან,” ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი წერს.

,,მთელი ჩემი ფანტაზიით ვერ წარმოვიდგენდი კრემლის მიერ ისეთი ძვირფასი რესურსის არაეფექტურ ხარჯვას, როგორიც არის საკრუიზო რაკეტები, თითო მინიმუმ 1 200 000 დოლარის ღირებულებისაა. რასაც არ უნდა ცდილობდნენ, 300-400 მილიონი (დოლარი) არაფერში მიდის და რუსულ სამხედრო ინდუსტრიას დახარჯულის აღდგენის შესაძლებლობა არ აქვს.

დღეს რაკეტების მთელი დარჩენილი მარაგის მეოთხედი გამოიყენეს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რამდენიმე საათი/დღე შუქის გარეშე ვისხდეთ.

ჩვენ ვიბრძვით სულელებთან[…]

როგორც ნაპოლეონმა თქვა: – გამარჯვებისთვის ორი რამ არის საჭირო: იღბალი და სულელი მოწინააღმდეგე.
დავამატებ, რომ სულელი მოწინააღმდეგე თავისთავად ნამდვილი იღბალია,”- განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, დღეს დილიდან რუსეთი ფრთოსანი რაკეტებით ბომბავს უკრაინის დიდ ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ კიევსაც.

 

 

 

მსგავსი თემები