,,გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს”- გიული ალასანია

,,გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე,”– ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი სახის აქციები ყველასთვის მიუღებელია.

„საერთოდ გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე. სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო არის პრეზიდენტი, ხელშეუხებელია და რა მოაწყვეს იქ, ვერ გავიგე, ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, ვიღაცა საეჭვო ხალხი რომ მივიდა და „მოკალი“, „მოკალი“ იძახეს, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდაც ცივილიზაციაზე. ასეთი აქციები ყველასთვის მიუღებელია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები