,,პრეზიდენტის ვრცელი განმარტებები ეჭვებს წარმოშობს, რომ სააკაშვილი იქნება შეწყალებული”- გია ვოლსკი

,,პრეზიდენტის ვრცელი განმარტებები ეჭვებს წარმოშობს, რომ სააკაშვილი იქნება შეწყალებული,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიტინგზე ის ხალხი მივიდა, რომელსაც გარკვეული ეჭვები დაებადა ორაზროვნების გამო

“ხალხი გამოვიდა, რომელსაც გარკვეული ეჭვები დაებადა ორაზროვნების გამო, იმ განცხადებების ორაზროვნების გამო, რომლებიც გააკეთა პრეზიდენტმა და ამას უნდა პასუხი ამ ეტაპზე. ვრცელი განმარტებები, კიდევ ერთხელ დამატებით გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს, რომ ადამიანი, რომელმაც აწამა, რომელმაც მოკლა, რომელმაც დაარღვია ყველანაირი ნორმა, იქნება შეწყალებული. ამას უკავშირდება მიტინგიც, არ შეიძლება, რომ ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას,”- განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები