,,რატომ გადაიქცა საქართველო მონაკოს ნაცვლად, რუსეთის მოღალატეების ნაგავსაყრელად”- კოკოითი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება.

კოკოითის თქმით, ღარიბაშვილის სიტყვები “შეურაცხმყოფელი და პროვოკაციულია” და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს  მოინანიონ “ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების წინაშე დანაშაულები და აღიაროს ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”.

“მაინტერესებს, რატომ გადაიქცა თავად საქართველო, რომელსაც აქვს ასეთი შესაძლებლობები, “მონაკოს” ნაცვლად, რუსეთის მოღალატეების ნაგავსაყრელად? – წერს კოკოითი ტელეგრამის არხზე.

,,აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი, მეორე მონტე-კარლო”- ირაკლი ღარიბაშვილი

მსგავსი თემები