,,მალე საქართველოს მთავრობა არჩევანის წინაშე დადგება – ან სააკაშვილი, ან ევროკავშირი”- მარკ ფეიგინი

რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მალე არჩევანის წინაშე დადგება – ან მიხეილ სააკაშვილი, ან ევროკავშირი.

მან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ იმოქმედოს და გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება.

“სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს და სხვა ეროვნების ადამიანებს მოვუწოდებთ, 4 იანვარს თავიანთი ქვეყნაში საქართველოს საელჩოსთან ან საკონსულოსთან გამოვიდნენ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს აქციას შეუერთდნენ. გამოდით პლაკატებით და კანონის ფარგლებში გააპროტესტეთ.

მიხეილ სააკაშვილის საკითხი გლობალურად განიხილება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საქართველოს მთავრობა თავისი სიჯიუტით არჩევანის წინაშე დადგება – ან სააკაშვილი ან ევროკავშირი.

მთელი პატივისცემით მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ყველა ელოდება თქვენგან ქმედებებს, რომლებიც ამ ყველაფერს დაასრულებს. თქვენი უფლებამოსილება გაძლევთ საშუალებას ყველაფერი დაასრულოთ. ამ საკითხს 4 რიცხვამდე სულ შეგახსენებთ. ეს თქვენი ვალდებულებაც არის, რადგან ეს საკითხი უკვე ადამიანის უფლებებს ეხება და ის ყოველგვარ შიდა დაპირისპირებას სცდება. ამის იმედს ვიტოვებთ. დიდი პატივისცემით, გთხოვთ ეს გააკეთოთ”,- განაცხადა ფეიგანმა.

მსგავსი თემები