საზარელი დანაშაული მარნეულში – 33 წლის კაცმა ჯერ საკუთარ მამას ესროლა, შემდეგ კი ბაბუა დაჭრა

საზარელი შემთხვევა მარნეულში. 33 წლის კაცმა ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ მამას ესროლა, შემდეგ  კი სამზარეულოს დანით ბაბუა დაჭრა. ორივე დაზარალებულის მდგომაროება ახლა კრიტიკულია. ირკვევა, რომ მამა-შვილ პაპიაშვილებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, მათ გაშველებას კი ბაბუა ცდილობდა.

შვილიშვილის მიერ დაჭრილი ხანდაზმული კაცი ახლა კომაშია, მდგომარეობა იმდენად მძიმეა რომ ექიმები პროგნოზსაც ვერ აკეთებენ.  შვილის მიერ დაჭრილ მამას კი ტვინის შეშუპება აქვს.

სავარაუდო დამნაშავე უმძიმესი ბრალდებით უკვე დაკავებულია.

მსგავსი თემები