,,სააკაშვილი თუ შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,სააკაშვილი თუ შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი, თავისი შიშების გამო, ქვეყანას ნუ აზიანებს,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ ობიექტური დასკვნების საფუძველზე, კანონთან შესაბამისობით.

„ამ ისტორიაში ყველაზე მძიმე ისაა, რომ საქართველოს უტიფრად აბრალებენ, სახელმწიფო ადამიანს ციხეში წამლავსო. ამის გაკეთებას არ ერიდებიან და მზად არიან, საქართველოს თავი მოჭრან, ოღონდ, მათ მერკანტილურ მიზნებს მიაღწიონ. ასეთი პოლიტიკა ამორალურია – თუ ქვეყანაში შემოიპარა და რაღაც უნდოდა, ვაჟკაცურად მაინც მოიხადოს სასჯელი, რაც ეკუთვნის, თავისი შიშების გამო, ამ ქვეყანას ნუ ანგრევს და აზიანებს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები