„ფრონტზე სიტუაცია უბრალოდ ჩიხშია”- უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგნტოს ხელმძღვანელი

,,უკრაინაში ბრძოლა ჩიხშია შესული, რადგან არც რუსეთს და არც უკრაინას ამ ეტაპზე წინსვლა არ აქვთ,” – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგნტოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„სიტუაცია უბრალოდ ჩიხშია, არ იძვრის“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ახლა სრულ ჩიხშია და აქვს ძალიან დიდი დანაკარგი. მისივე განცხადებით, უკრაინის არმიას რამდენიმე მიმართულებით ისევ არ აქვს საკმარისი რესურსი, რათა წარმატებას მიაღწიოს.

„ჩვენ არ შეგვიძლია მათი დამარცხება ყველა მიმართულებით, მაგრამ ამის გაკეთება არც მათ შეუძლიათ. ძალიან ველოდებით იარაღის ახალ პარტიას“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მსგავსი თემები