,,ზურაბიშვილის განცხადება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს”- ხაბეიშვილი

,,სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მან შესაძლოა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან  რეჟიმი ჩამოაყალიბა სადაც შანტაჟი, მუქარა არის ყოველდღიურობა

„სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იძლეოდა იმის შესაძლებლობას, აღვიქვათ, რომ შესაძლოა, ამ ადამიანმა მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არ დაიჭიროს მაგალითად კალაძის პოზიცია, რომელიც ამბობს, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას გვიცვლიან ჩვენი ევროპელი კოლეგები სტატუსში ან ევროკავშირის წევრობაში, თურმე მას ეს არ აინტერესებს. ვინ მისცა კალაძეს უფლება, გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და ვინ მისცა კალაძეს უფლება, რომ ევროკავშირზე თქვას უარი როცა საქართველოს მოქალაქეების 80% უნდა ცივილური სამყაროს წევრობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუმცა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მან შესაძლოა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს. „ქართული ოცნების“ წევრები ზოგადად ყველას ესხმიან თავს ვისაც მერე ისე მარტივად ვერ მართავენ, ვის გადაწყვეტილებაშიც ვერ ერევიან, იგივე კალაძის განცხადება ხომ მუქარა იყო. როცა თქვა, რომ კარიერა აღარ ექნება, მძიმედ დაამთავრებს და ა.შ. „ქართული ოცნების“ მხრიდან ეგეთი რეჟიმი ჩამოაყალიბა სადაც შანტაჟი, მუქარა არის ყოველდღიურობა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები