,,ჩემი პალატის ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და შვიდი თვეა მზის სხივი არ მინახავს”- სააკაშვილი

,,ჩემი პალატის ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და შვიდი თვეა მზის სხივი არ მინახავს”, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ მის დახმარებას. ,,მე ვარ კლინიკაში, სადაც ექიმები მაქსიმალურ დახმარებას მაძლევენ მათთვის ძალიან რთულ პირობებში. მათ ყოველდღიურად აკითხავენ ქართული უშიშროების სამსახურები და ყოველთვის, როცა ჩემთან ჩვეული მანიპულაციისთვის (მაგალითად, აბების მისაცემად) მოდის ექთანი, მას საფუძვლიანად ჩხრეკენ. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება დღეში 30-ჯერ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი...

თელავის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით,  სახლს ხანძარი, სავარაუდოდ, სახურავიდან გაუჩნდა, რა დროსაც სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა. თავდაპირველად, ყველა მათგანმა დატოვა შენობა, თუმცა ერთ-ერთი უკან შებრუნდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. ამასთან, დამწვარია სახლის ძირითადი ნაწილიც.

მეტი...

,,სააკაშვილი ამბობს, რომ ქართული ჰაერი არ სიამოვნებს და ამის გამო “კვდება”- ირაკლი კობახიძე

,,საქართველოს ჰაერი თუ არ სიამოვნებს მიხეილ სააკაშვილს, ნუ ბოდიში, არ ვიცი, მაგაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ”საზღვარგარეთ გადაყვანას რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს.” ,,სააკაშვილი არის 2-ოთახიან პალატაში, სადაც ექიმები დასტრიალებენ და თავს ევლებიან. პლუს, იუსტიციის მინისტრის მხრიდან შეთავაზება იყო, რომ შეუძლიათ, ნებისმიერი უცხოელი ექიმი ჩამოიყვანონ. აპარატურა მთლიანად ადგილზეა. საზღვარგარეთ გადაყვანას რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს. მას საქართველოს ჰაერი თუ არ სიამოვნებს მიხეილ სააკაშვილს, ნუ ბოდიში, არ ვიცი, მაგაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.…

მეტი...

,,მინდა, ოდესაში დავბრუნდე, დავტკბე ზღვის ხედით”- მიხეილ სააკაშვილი

,,მინდა, ოდესაში დავბრუნდე, დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს”, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “ომი დასრულდება რუსეთის სრული დამარცხებით და დაშლით. გამარჯვების კონკრეტული პარამეტრები კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა. თუ გამარჯვებმდე ცოცხალი დავრჩი (მჯერა, ეს რამდენიმე თვეში მოხდება), მინდა ოდესაში დავბრუნდე – დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს”,- განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრა ყვარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანტლისყურესთან მოხდა და ის 3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მიწისძვრა, გუშინ გვიან საღამოს დაფიქსირდა.

მეტი...

,,მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ რუსეთი საახალწლოდ სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ეცდება უკრაინაზე მასირებულ თავდასხმას, რათა მოქალაქეები ახალ წელს სიბნელესა და სიცივეში შეხვდნენ. ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა არ თქვა უარი შეშლილ მიზანზე, დონეცკის ოლქში ადმინისტრაციულ საზღვრებზე ახალ წლამდე გავიდეს. „ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა, მოსალოდნელია, რომ მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, გააკეთოს ისე, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ. შესაძლოა, ოკუპანტი მორიგ დარტყმებს ამზადებს ჩვენს ქალაქებზე, რომ გვაიძულოს დავიტანჯოთ. მაგრამ რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენ ვიცით ერთი – ჩვენ ამას გავუძლებთ. აუცილებელად. ყველას გავაგდებთ. ეჭვგარეშეა. და ისინი დაისჯებიან ამ საშინელი…

მეტი...

,,როდესაც რადიკალურად ცვლი საკუთარ სტრატეგიას, ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ გარედან პოლიტიკური გავლენა”- კობახიძე პრეზიდენტზე

ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრებს ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა შვილმკვდარ დედებს, მამებს და ოჯახებს, რატომ მომივარდითო, მათ არ ეუბნება, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოქმედებს ისე, როგორც არ მოქმედებდა მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში. „გახსოვთ თქვენ მისი პერსონალური, ემოციური, ნეგატიური დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის“ მიმართ, რაც აბსოლუტურად შეცვლილია. ოთხი წლის თავზე, მოხდა რაღაც, რამაც მას შეაცვლევინა ეს განწყობა. დღეს ჩვეულებრივ ხვდება ამ ადამიანებს, ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა იმ დღეს შვილმკვდარ დედებს, მამებს და ოჯახებს, რომლებსაც…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოავლინეს. კანონდამრღვევებს 4098,997 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი ჩამოერთვათ. სამართალდარღვევები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზვნილია შესაბამის უწყებებშია. ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია რეგიონების „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.

მეტი...

PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. 28 დეკემბერს სასტუმრო „პულმანი თბილისი აქსის თაუერსში“„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოების ღონისძიება მეოცედ ჩატარდა. ღონისძიებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. „ქართული ბრნედის დღის“ აღნიშვნა ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მინზად. „ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებულად PSP უკვე მეთექვსმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს…

მეტი...

,,პირველი შემთხვევაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან არ შეგვიშვეს”- სოფო ნიჟარაძე

ლლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი შვილი ელის-მარია სააკაშვილი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე არ შეუშვეს. სოფო ნიჟარაძის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სააკაშვილის მოსანახულებლად  არ შეუშვეს. „ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც არ შეგვიშვეს. ძალიან გამიკვრიდა სხვათაშორის, რადგან ჩვენ აქამდე გვქონდა შესაძლებლობა მასთან შესვლის და მისი მონახულების. ორი კვირის წინანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ჩვენ ბოლოს ვიყავით, ის უკვე ძალიან მძიმედ იყო. ძალიან მძიმე იყო მისი ნახვა ჩვენთვის. და მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, კლინიკაც ყველაფერს ცდილობს, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ არ მიდის. უარყოფითი დინამიკა არის”,- განაცხადა ნიჟარაძემ.    …

მეტი...

გაყინულ ტბაზე ფოტოს გადაღებისას ყინული ჩაიმტვრა და 3 ადამიანი დაიღუპა

არიზონას გაყინულ ტბაზე, სადაც ოჯახი ფოტოს გადაღებას ცდილობდა, ყინული ჩაიმტვრა და 3 ადამიანი დაიღუპა. კოკონიოს ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულები ინდოეთის მოქალაქეები, დედა, მამა და მცირეწლოვანი შვილი არიან. მაშველებმა, ქალის წყლიდან ამოყვანა მალევე მოახერხეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ორი ცხედარი კი, ინციდენტიდან მეორე დღეს იპოვეს.

მეტი...

პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრაზილიური და მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა, „ფეხბურთის მეფე“ პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს 2021 წელს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. 2022 წლის დასაწყისში მისი მდგომარეობა გაუარესდა, ცოტა ხნის წინ კი სან პაულუს საავადმყოფოში გადაიყვანეს. პელეს ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი – ის მუნდიალის გამარჯვებული 1958, 1962 და 1970 წლებში გახდა.

მეტი...

,,ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი”- მიხეილ სააკაშვილი

ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილმა უპასუხა კითხვას უკრაინიდან საქართველოში რომ არ დაბრუნებულიყო და რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო, რითი იქნებოდა დაკავებული. „უპირველეს ყოვლისა, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, რომელიც ჩერჩილის შემდეგ ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწედ მიმაჩნია. მასთან შედარებით რეიგანი და ჩერჩილი ნერვიულად ეწევიან სადმე, კუთხეში. მთელ მსოფლიოს შემოვუვლიდი, გამოვიყენებდი რა ჩემს მრავალრიცხოვან კავშირებს უკრაინისთვის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის. მეორე – მუდმივად წინა ხაზზე ჩავიდოდი, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა ჩაწერეს ერთობლივი მიმართვა და დაბადების დღე მომილოცეს, მაგრამ ერთი წუთითაც…

მეტი...

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტის შესახებ კანონი 2023 წლის სექტემბრამდე უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ამასთან, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტი სულ 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

მეტი...

ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 2,3 მლრდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, 2023 წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად 2.3 მლრდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. “კიდევ 2.3 მლრდ გირვანქა სტერლინგი მომავალ წელს. ამით დავრწმუნდებით, რომ მათ შეიარაღების სისტემები აქვთ, რომლებიც სჭირდებათ, და გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს სხვა მათ ყიდვაში დაეხმარება”,- თქვა უოლესმაბრი. მისი თქმით, ბრიტანეთი ყველაფერს აკეთებს რაც შესაძლებელია, რომ უკრაინამ  გამარჯვება და რუსული ძალების უკუგდება შეძლოს. გარდა ამისა, უოლესმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინასცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს, რომ კიევმა მიწაზე საჰაერო თავდაცვის უკეთ კოორდინაცია შეძლოს.

მეტი...

სანქტ-პეტერბურგში ბიზნესცენტრი იწვის

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, ბიზნესცენტრი “ბერეგი” იწვის. კადრები უცხოური მედიის ტელეგრამ-არხებში ვრცელდება, ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეექვსედ დაიკავა

ისრაელს ახალი მთავრობა ჰყავს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეექვსედ დაიკავა. 120-ადგილიან ქნესეთში ისრაელის ახალ მთავრობას 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ისრაელის 37-ე მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი მემარჯვენე-რელიგიური კოალიცია დაიცავს პოლიტიკურ სტაბილურობას მას შემდეგ, რაც 2019 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში ხუთი არჩევნები ჩატარდა. ნეთანიაჰუ ისრაელში ყველაზე ხანგრძლივი დროით, 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება ქვეყნის ხელმძღვანელობაში. მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე „ლიკუდის“ მოკავშირე ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსი პარტიებით, მისი და ქვეყნის ყველაზე მკაცრი ხაზის გამტარებელი მთავრობა იქნება. „ლიკუდსა“ და მის ხუთივე მოკავშირე პარტიას შორის გაფორმებული კოალიციური შეთანხმებების მიხედვით, მომავალი მთავრობა უპირატესობას ანიჭებს ყოვლისმომცველ…

მეტი...

“დღეს ამერიკას ჩვენი გამარჯვების ასპროცენტიანი რწმენა აქვს” – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის თქმით, აშშ-სა და უკრაინას ერთნაირად ესმით როგორ უნდა დასრულდეს ომი. “ამერიკელებთან 100-პროცენტიანი გაგება გვაქვს იმისა, რა არის მშვიდობა, რა მიზნები გვაქვს, რა კომპრომისები არ შეიძლება იყოს. არანაირი კომპრომისები იმ პრეზიდენტთან [პუტინთან], იმ ხელისუფლებასთან, დამოუკიდებლობის, ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით არ იქნება” – თქვა ერმაკმა. ერმაკმა ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტისას ეს თემა განიხილეს და როგორც დემოკრატებისთვის, ასევე რესპუბლიკელებისთვის, ომის დასრულების ასეთი ხედვა “პრინციპული საკითხია”. “ისინი დღეს აშკარად ჩვენთან არიან და დღეს აშკარად სჯერათ, რომ ჩვენი გამარჯვებაც მათი გამარჯვება იქნება” – ამბობს ერმაკი. ერმაკის თქმით, ამერიკის მიერ უკრაინისთვის უკვე მიწოდებული…

მეტი...

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც “დივერსიული საქმიანობისთვის” უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც “დივერსიული საქმიანობისთვის”  უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კანონპროექტი საბოტაჟის ხელშეწყობის, დაფინანსებისა და ორგანიზების, ასევე მათში მონაწილეობის სწავლების გავლისთვის უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. კანონონპროექტის ავტორი სათათბიროს ყველა ფრაქციის ლიდერი იყო.

მეტი...

„მიმყარდება ეჭვი” – ,,ვივა მედის”დირექტორმა შალვა ხაჭაპურიძე ნარკომოხმარებაში დაადანაშაულა

,,ვივა მედის” დირექტორმა სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ადვოკატი ნარკოდამოკიდებულად გამოცხადა. ამ შინაარსის პოსტი ნინო ნადირაძემ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც შალვა ხაჭაპურიძემ მისი კლინიკა უხარისხო სერვისების მიწოდებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ ნადირაძემ საჯარო სივრცეში ადვოკატის  პირადი ინფორმაცია გამოიტანა, რომელიც, მისი თქმით, მის მოადგილესთან განიხილებოდა –

მეტი...

„დემოკრატიულ ქვეყნებში თუ უსაფრთხოება უნდა დაიცვან სახელმწიფოებმა, ჩვენ რატომ არ უნდა დავიცვათ” – გურამ მაჭარაშვილი

საუბარია იმაზე, რომ თუ გინდა, უცხოეთიდან დაფინანსდე, უნდა დარეგისტრირდე, შეავსო შესაბამისი ფორმები, როგორც ეს არის შეერთებულ შტატებში, ბევრ სხვა ქვეყანაში და შემდგომ უნდა გააგრძელო საქმიანობა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“, მისი გუნდის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ინიაციატივაზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, რა შეიცვლება აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება გაიგებს, ვინ არის ნამდვილად არასამთავრობო სექტორი, საიდან ფინანსდებიან და რას საქმიანობენ. „არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არ ვიცი, რა შეიცვლება, მაგრამ საქართველოსთვის, საქართველოს საზოგადოებისთვის ნამდვილად შეიცვლება ის, რომ გაიგებს საზოგადოებაც, სახელმწიფოც, ვინ არის…

მეტი...

„ჩვენი ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ინტოქსიკაცია არ დასტურდება” – „ვივამედის“ ექიმი

ჩვენი ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ინტოქსიკაცია არ დასტურდება, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თამარ აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნევროლოგიური თვალსაზრისით, ნეგატიური დინამიკაა. „მე უკვე ვისაუბრე სასამართლოზე და ყველამ მოისმინა, რომ საუბარი იყო პაციენტის საწყის მდგომარეობაზე, დინამიკაზე და ახლანდელ მდგომარეობაზე. იმ საკითხებზე, რაც უკვე გავლილია – რა მკურნალობაა ჩატარებული, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები, რა ტიპის კონსულტაციები იყო ჩატარებული. ნამდვილად დიდი მუშაობაა გავლილი და ამაზე იყო საუბარი. ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება იყო კვლევის ფორმატი. ერთ-ერთი დიაგნოზი,…

მეტი...

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს მოსამართლემ 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა – „ვივამედის“ ექიმი

ვაქცინაციის შემდეგ დაღუპული ახალგაზრდა ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართა. პროკურატურა ვიოლეტა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. საბოლოოდ სასამართლომ ექიმს 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა – ამ თანხის გადახდისთვის მას 30 დღის ვადა აქვს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი სავარაუდოდ ხვალ 15:00 საათზე გაიმართება. როგორც მოსამართლემ თქვა, თუ ხვალ სხვა საქმეზე სათათბოროდ გადის და თუ პროცესი არ გაიწელა, სხდომა ხვალ ჩაინიშნება.

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს თურქმენეთისა და თურქეთის მოქალაქეები – სუს-ი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს თურქმენეთის მოქალაქე ჩ.რ. და თურქეთის მოქალაქე დ.თ. ისინი ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ინფორმაციით, მათი უკანონო დაკავება ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „აღნიშნულ პირთა უკანონო პატიმრობის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო ძალის მიერ გაზიარებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ საშუალებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში მიკოლაივის ოლქის, სოფელ ნოვოპეტროვკას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და ვაუჩერებით, ასევე ტკბილეულით დაასაჩუქრა. ბავშვებმა ორბელიანების სასახლე დაათვალიერეს და ჩიჩილაკის დამზადების მეთოდით დაინტერესდნენ, რომლითაც ტრადიციულად ირთვება ორბელიანების სასახლე. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში მცხოვრებ 700-მდე უკრაინელ ბავშვს, რომლებიც 41-ე და 220-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, საახალწლო სასაჩუქრე ვაუჩერები დაურიგდათ. საჩუქრები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა ქეთევან თათოშვილმა და კონსტანტინე ნაცვლიშვილმა გადასცეს.

მეტი...

კაცს, რომელმაც მამა და ბაბუა სასიკვდილოდ დაჭრა ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადების და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ქ.მარნეულში, ბრალდებულს ოჯახური პრობლემების გამო შეკამათება მოუხდა, რა დროსაც  მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მამას თავის არეში ჭრილობა მიაყენა, პაპას ზურგის არეში დანა დაარტყა და  შემთხვევის ადგილი დატოვა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ“  და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის…

მეტი...

,,ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე პაციენტია” – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

,,ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე პაციენტია”- ამის შესახებ კლინიკა ვივა მედის ექიმმა, ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. ექიმის განმარტებით, დადებითი შედეგი ფსიქნეირორეაბილიტაციის გარეშე ვერ დადგება. ,,დადებით შედეგს ვერს გამოვიღებთ, თუ არ დავიწყებთ ფსიქონეირორეაბილიტაციას. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტოზურ ნაწილს და რეაბილიტაციულ ნაწილს,”- აღნიშნა ექიმმა.    

მეტი...

კამბოჯაში, კაზინოს კომპლექსში გაჩენილ ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა

კამბოჯაში კაზინოს კომპლექსი დაიწვა. ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა. ქვეყნის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან შემთხვევის ადგილას ათამდე ადამიანი ამ დრომდე არ უპოვიათ. ცხედრები  სასტუმროს ნომრებში იპოვეს, რადგან იქ მყოფმა პირებმა ოთახებიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ცეცხლსასროლი იარაღიდან მამას ჭრილობა მიაყენა, პაპას დანა დაარტყა” – პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადების და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ქ.მარნეულში, ბრალდებულს ოჯახური პრობლემების გამო შეკამათება მოუხდა, რა დროსაც  მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მამას თავის არეში ჭრილობა მიაყენა, პაპას ზურგის არეში დანა დაარტყა და  შემთხვევის ადგილი დატოვა.  დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ“  და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის…

მეტი...

,,ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინული S-300 სარაკეტო სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა”- მედია

,,ბელარუსის ტერიტორიაზე დღეს 10:00-დან 11:00 საათამდე უკრაინული S-300 სარაკეტო სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა” – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ სახელმწიფოს მეთაურს მაშინვე ეცნობა. მისი დავალებით, კი საგამოძიებო კომიტეტისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფი ჩავარდნის მიზეზებს ეძებენ. “არსებული ინფორმაციით, განიხილება ორი ძირითადი სცენარი: რაკეტა გაფრინდა ბელარუსის ტერიტორიაზე ისევე, როგორც ბოლოდროინდელი ინციდენტი პოლონეთში, როდესაც რაკეტა არ გაფრინდა სწორი მიმართულებით ან ეს რაკეტა ჩამოაგდო ბელარუსის საჰაერო თავდაცვამ”,- წერს მედია.  

მეტი...

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, კლინიკის ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კლინიკა ”იმედის” ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლის განმარტებით, მან გადაწყვეტილების მიღებისას ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა გაითვალისწინა. ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, ექიმის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის. ცნობისთვის, ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი 28 დეკემბერს წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა. ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის…

მეტი...

,,მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე”- ნადირაძე სააკაშვილის ადვოკატზე

კლინიკა ”ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს პასუხობს. მისი თქმით, კლინიკასი 2019 წლიდან 19 პაციენტი გარდაიცვალა და არა 125 პატიმარი. “125 პატიმარი ყავსო ვივამედს მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე. – გარდაცვლილია 2019 წლიდან 19 პაციენტი. რეანიმაცია არ აქვთო – ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს. სხვა უამრავ კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით“ – წერს ნინო ნადირაძე.

მეტი...

,,რუსეთი ჩვენს შვილებს ახალ წელს მასობრივი სარაკეტო შეტევით „ულოცავს“- ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა დღეს რუსეთის მასობრივ სარაკო თავდასხმებს ეხმურება და აღნიშნავს, რომ ტერორისტების მზაკვრული სურვილია – დატოვონ ისინი სიბნელეში და სიცივეში დღესასწაულებზე. ,,რუსეთის ფედერაცია ჩვენს შვილებს ახალ წელს „ულოცავს“ თავისებურად – მასობრივი სარაკეტო შეტევით. ტერორისტების მზაკვრული სურვილია – დატოვონ ისინი სიბნელეში და სიცივეში დღესასწაულებზე. უკრაინასაც აქვს საახალწლო სურვილი და ის ყოველი აფეთქების შემდეგ ძლიერდება. ის ახდება – დრო ჩვენ მხარეზეა,”- წერს ოლენა ზელენსკა.

მეტი...

,,თუ დასჭირდა რამდენიმე დღე უნდა შეწყდეს, გადაიდოს პროცესი, ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?!”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი დედის, გიული ალასანიას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა „გაუთავებლად“ გრძელდება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესი დაჩქარებულად უნდა წარიმართოს. „გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა. მე არ ვიცი რამდენი დღე დასჭირდება კიდევ. თუ დასჭირდა რამდენიმე (დღე) მე ვფიქრობ, უნდა შეწყდეს, გადაიდოს და შემდეგ გაგრძელდეს, ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?!“ – განაცხადა გიული ალასანიამ.  

მეტი...

,,მომავალ წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი დაიხარჯება”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლების და პოტენციალის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ღვინის ექსპორტის შარშანდელი რეკორდული მაჩვენებელი მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაიზრდება. „ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა იმის შედეგია, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავგეგმოთ რაც შეიძლება მეტი ღონისძიება იმ პრიორიტეტულ ბაზრებზე, სადაც ჩვენი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. მომავალ წელს, მხოლოდ ბიუჯეტიდან, 14 მლნ ლარი დაიხარჯება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ბაზარზე, ჩინეთში. ამ მიმართულებით, აქტიურად ვიწყებთ საქმიანობას სამხრეთ კორეაში. აღსანიშნავია, რომ ამერიკის და იაპონიის ბაზრებზე,…

მეტი...