სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ

საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, წლის განმავლობაში დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ, საიდანაც 60 ათასი ოპოზიციაზე მოდის. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მიმდინარე წელს 80 ათასი ლარი დაგროვდა ჯარიმებით და დაქვითებით. საინტერესოა, რომ ამ თანხიდან 77% ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, სადღაც 60 ათასი ლარი. ხაზინადართა საბჭოს მივმართეთ და საბჭომ იმსჯელა, რომ ჩვენ ეს თანხა გამოვიყენოთ ქველმოქმედებისთვის. ბიუროს ვთხოვთ, დავამტკიცოთ, რათა ეს თანხის გარკვეული საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები