,,არ უარვყოფ, რომ ზურაბიშვილს შევხვდი”- ნიკა მელია

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია არ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოლო ერთო თვის განმავლობაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მელიას შეხვედრებთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები არ გაუმხელია.

,,ჩემთვის მნიშვნელოვანია გითხრათ ის, რისი თქმაც ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, რომელშიც შეიძლება ყოველთვის ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო” – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით,როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი საღად აფასებს შექმნილ უმძიმეს რეალობას.

,,მე მიხარია როგორ ჩანს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აფასებს ძალიან საღად შექმნილ უმძიმეს რეალობას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე საუბარი მე არ შემიძლია. ვიტოვებ იმედს რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, გვქონდა მასთან დაკავშირებით ჩვენ პრეტენზიები, არ გვქონდა, ეს ყველაფერი ახლა არის მეასეხარისხოვანი, ვგულისხმობ ნაცმოძრაობის ამომრჩევლებს, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები