,,არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით”- გია ვოლსკი

,,არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უცხოური საექსპერტო დასკვნა არსებობს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლი გარკვეულ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაცილებით დაბლაა საშიში ნიშნულიდან.

„ამერიკელი ექსპერტის თაობაზე გავრცელებულია ინფორმაცია, როცა მან გარკვეულწილად ითაღლითა კონკრეტული ადამიანის შეფასებაზე. არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით. უცხოური საექსპერტო დასკვნა არსებობს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლი გარკვეულ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაცილებით დაბლაა საშიში ნიშნულიდან. მისი საკითხი ამით უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკური განცხადებებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები