რუსთავში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი რკინიგზის სადგურის გვერდით, დანგრეულ და მიტოვებულ შენობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი სიცივეა და კაცი, სავარაუდოდ, გაიყინა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები, ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მსგავსი თემები