,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს?” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეოს ელჩი

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს?” – ასე ეხმაურება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი, კან ტანია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოს 10 მილიარდზე ”გაცილებით დიდი ოდენობის ვალი აქვს” აფხაზეთის.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს?

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამი წლის განმავლობაში, თუ ჩვენ გვინდა ისევ საქართველოსთან გაერთიანება.

ძვირფასო ბატონო ღარიბაშვილო, მინდა შეგახსენოთ, რომ 1992-1993 წლებში საქართველოს მიერ გაჩაღებულმა ომმა მიყენებულმა ნგრევამ აფხაზეთს სხვადასხვა შეფასებით 17 მილიარდ დოლარამდე ზიანი მიაყენა.თუ ეკონომიკურ ზარალზე ვსაუბრობთ, მაშინ აფხაზეთს გაცილებით დიდი ოდენობის ვალი გაქვთ და ყოველგვარი „თუ“ პირობების გარეშე”, – განაცხადა კანტიამ.

 

,,აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი, მეორე მონტე-კარლო”- ირაკლი ღარიბაშვილი

მსგავსი თემები