,,მივიჩნევ, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა” – დევიდ სმიტი

ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა. მისი განცხადებით, კლინიკაში გადაყვანამდე სააკაშვილს, უკვე აღენიშნებოდა მოწამვლის სიმპტომები.

ტოქსიკოლოგის თქმით,  მისი მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის მძმე მეტალებით ინტოქსიკაცია სწორედ მარტში მოხდა:

“მძიმე მეტალებით პირველი ინტოქსიკაცია მოხდა, ჩემი აზრით, მარტის თვეში, ვიდრე ის იქნებოდა გადაყვანილი და მოგვიანებით ამ მძიმე მეტალებმა დააზიანა, რამდენადაც ისინი გავრცელდა ორგანიზმში, სხვადასხვა ორგანოები” – აღნიშნა სმიტმა.

ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე, მოწამვლა ციხეში მოხდა თუ არა, სმიტმა აღნიშნა:

“მე არ მაქვს სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ მას მიეცა მძიმე მეტალები, რამაც გამოიწვია მძიმე დაზიანებები, მათ შორის კრუნჩხვები. მას სიმპტომები ჰქონდა უკვე, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მე ვთვლი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა მისი ექსპოზიცია მძიმე მეტალებზე, არამედ მოხდა მანამდე, ციხეში,”- განაცხადა ტოქსიკოლოგმა.

მსგავსი თემები