,,გვექნება შუამდგომლობა ყოველდღიურ რეჟიმში დაინიშნოს სასამართლო პროცესები” – შალვა ხაჭაპურიძე

,,ამჟამად ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ ფაქტიურად რაც ექსპერტიზის დასკვნაში დევს იმის საწინააღმდეგო ექიმები მოიყვანონ, ბევრს არ გააჩნია ლიცენზიები, ცდილობენ რამენაირად უარყონ თუ რაიმე დიაგნოზები არსებობს”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  დააყენებენ შუამდგომლობას პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩაინიშნოს.

“მოწმეები გამოჩნდება სასამართლო პროცესი რომ დაიწყება, მერე დავასახელებთ, რაც შეეხება შუამდგომლობას, პროცესის დასრულებისკენ გვექნება, რომ ყოველდღიურ რეჟიმში დაინიშნოს სასამართლო პროცესები, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა ბატონ სააკაშვილს, მას ფაქტიურად აღარანაირი მკურნალობა აღარ უტარდება”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი თემები