რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო – აფეთქებების ხმა ისმის კიევში

რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, აფეთქებების ხმა ისმის კიევში.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით, სტრატეგიული თვითმფრინავებითა და გემებით უტევს.

მათივე ცნობით, მაღალია რუსეთის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმის ლვოვსა და პოლტავის ოლქში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იბომბება ქალაქი ხარკოვი.

მსგავსი თემები