უკრაინა მსჯავრდადებულთა მობილიზაციას იწყებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ხელი მოაწერა კანონს მსჯავრდადებულთა მობილიზაციის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდადებულთა და პატიმართა ზოგიერთი კატეგორია შეძლებს ნებაყოფლობით საფუძველზე იმსახუროს ჯარში. ეს იქნება კონტრაქტით სამსახური საომარ მდგომარეობაში. ამის შესახებ წერს „რბკ-უკრაინა“  უმაღლესი რადის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ცვლილებები ითვალისწინებს სასჯელის მოხდიდან პირობით-ვადამდელ გათავისუფლებას მსჯავრდადებულთათვის, რომლებიც დათანხმდებიან კონტრაქტის ხელმოწერას. მაგრამ არმიაში მობილიზებას ყველა ვერ შეძლებს. გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს, წერს გამოცემა.

მსგავსი თემები