,,რუსეთი ცდილობს უკრაინელები ახალი წლის წინ ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს”- დენის შმიგალი

,,რუსეთი ცდილობს უკრაინელები ახალი წლის წინ ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს,”- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმიტ,  მოსკოვი  თავდასხმისთვის 2 კვირის განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრწყინვალედ იმუშავა.

„მეათე მასშტაბური თავდასხმა, რუსეთი ცდილობს უკრაინელები ახალი წლის წინ ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს. მტერი დიდ იმედებს ამყარებდა ამ თავდასხმაზე, მისთვის ორი კვირის განმავლობაში ემზადებოდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტურობის მაღალი დონე აჩვენა. ჩამოგდებულია 54 რაკეტა“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

მსგავსი თემები