,,საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს”- არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა.

,,ევროპელების გადმოსახედიდან, საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით ამტკიცებს რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს და საქმეში მის დემონსტრირებას არ ახდენს. ევროპაში შეიძლება ბევრი რამე მოხდეს, თუმცა ადამიანის მიზანმიმართული მკვლელობა წამების გზით?! მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა. ტოქსიკოლოგიური  ექსპერტების დასკვნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ყველამ ყველაფერი იცის და თავიანთი შეფასება აქვთ. ჯერჯერობით არაოფიციალურად, თუმცა ევროპარლამენტმა ამ საკითხს სეროზული შეფასება გაუკეთა. მათ კოლექტიური აზრი გამოთქვეს.

როდესაც გაქვს შესაძლებლობა ადამიანისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, თუმცა ციხეში ის ფაქტიურად სიკვდილამდე მიგყავს, ევროკავშირის ღირებულებს აშკარად არ შეესაბამება. თუ მოქმედი ხელისუფლება თავს უფლებას მისცემს ასე ბრუტალურად დაარღვიოს ევროპული ღირებულებები, ნათელია რომ ამას ევროპიდან შესაბამისის შეფასებები მოჰყვება”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები