ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით იაპონიაში 415 ადამიანი გარდაიცვალა

იაპონიაში „კოვიდ 19“-ით ბოლო 24 საათში 415 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

გასული ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიაში ვირუსის 216 219  შემთხვევა დადასტურდა, რაც გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით ოთხი პროცენტით მაღალია.

მედიის ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იაპონიაში „კოვიდ 19“-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

მსგავსი თემები