,,პრეზიდენტი იყო არაადეკვატური, უხეში და ცოტა გაღიზიანებული”- მიხეილ ყაველაშვილი

,,სალომე ზურაბიშვილი არის ზეწოლის ქვეშ თავისი მორალური შეხედულებიდან, რომელიც ამ ადამიანების მიმართ აქვს,”- ასე ეხმიანება ”ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი აქციის მონაწილეებისადმი პრეზიდენტის მიმართვას.

მისივე თქმით, ”პრეზიდენტი იყო არაადეკვატური, უხეში და ცოტა გაღიზიანებული”.

,,სამწუხაროდ, პრეზიდენტი იყო არაადეკვატური, უხეში და ცოტა გაღიზიანებული ამ ხალხის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ზეწოლის ქვეშ არა მმართველი ძალისგან, არამედ, ის არის ზეწოლის ქვეშ თავისი მორალური შეხედულებიდან, რომელიც ამ ადამიანების მიმართ აქვს. სამწუხაროა, რომ მისი გაღიზიანებული ტონი სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომ ალბათ ვერ გადაუწყვეტია და გაღიზიანება გამოიწვია იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სულ ყოვედღე უნდა ეფერებოდეს,”- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

,,გააჩუმეთ ეს ხალხი…მეორედ აღარ გავიმეორებ…აქ რომ მოვარდით”- აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

მსგავსი თემები