,,აზოვის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობაა…წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს”- ადვოკატი

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე,  მიხეილ სააკაშვილს სთხოვა „წამოდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ვიზუალურად ეჩვენებინა“. აღნიშნულის უფლება  სააკაშვილს  მოსამართლე გიორგი არევაძემ  არ მისცა. „მინდა ბატონ მიხეილ სააკაშვილს მივმართო, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს და თქვენც, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. ვნახოთ, 8-თვიანი მკურნალობის შედეგი, რომელსაც ასე „წარმატებით“ ეწევა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ. აღნიშნულის უფლება  სააკაშვილს  მოსამართლე გიორგი არევაძემ  არ მისცა. „სურვილის შემთხევევაში წამოდგეს,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსთვის უკრაინულად მიმართვა სურდა, რისი უფლებაც მოსამართლემ არ მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსთვის უკრაინულად მიმართვა სურდა, რისი უფლებაც მას მოსამართლემ არ მისცა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და უკრაინულ ენაზე ისაუბრებდა. „ბატონო მიხეილ, თქვენ კი ხართ უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ფლობთ ქართულ ენას, სამართალწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, შესაბამისად, ქართულად უნდა მოგვმართოთ. მე არ ვიცი უკრაინული ენა“, – განუცხადა არევაძემ სააკაშვილს. აღნიშნულს სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროტესტი გამოთქვა  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა, რომელიც დაარბაზიდან გააძევეს და 200 ლარით დააჯარიმეს. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს ცოტა ხანში, თარჯიმნის მეშვეობით ჩაერთვება. დარბაზში იმყოფებიან უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც…

მეტი...

,,ამ სიბინძურეში ვერ გავეხვევი”- ალექსანდრე გეჯაძე სააკაშვილის ადვოკატს პასუხობს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის  სკანდალურ ბრალდებას ექსკლუზიურად ”მედიაცენტრ მთავართან” დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე პასუხობს. ,,ამ სიბინძურეში ვერ გავეხვევი. არ მომისმენია, არ ვიცი რაზეა საუბარი. არ ვიცი, რა ჩანაწერი გააკეთა და საერთოდ რაზე ისაუბრა სასამართლოზე. მოვუსმენ, გავეცნობი და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას გეჯაძემ დაურეკა და უთხრა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ექს-პრეზიდენტის საქმეში მონაწილეობას, თუმცა დაწერდა იმას, რასაც შსს ეტყოდა. ,,გეჯაძემ მითხრა სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ”ჩიტის” საქმეში, ოღონდ დამირეკავს შსს და დავწერს იმას, რასაც მეტყვიან” – სააკაშვილის ადვოკატი

მეტი...

,,გეჯაძემ მითხრა სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ”ჩიტის” საქმეში, ოღონდ დამირეკავს შსს და დავწერს იმას, რასაც მეტყვიან” – სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩართვა კატეგორიულად გამორიცხულია. ადვოკატის თქმით, მას გეჯაძემ დაურეკა და უთხრა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ექს-პრეზიდენტის საქმეში მონაწილეობას, თუმცა დაწერდა იმას, რასაც შსს ეტყოდა. ,,ბატონ გეჯაძესთან არაერთხელ მქონდა შეხვედრა. მე მსურდა, რომ იგი ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ექსპერტიზაში მონაწილეობას, მაგრამ თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც ეტყვიან. ამიტომ მითხრა, დიდი ბოდიში შალვა, პატივს გცემ და არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე ”ტვ პირველის” ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე, რომ დავდე ის დასკვა, რაც…

მეტი...

,,თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში რუსეთის დამარცხება შეუქცევადი პროცესია”- დავით არახამია

უკრაინის საპარლამენტო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის აშშ-ში ვიზიტს ეხმიანება. არახამიას თქმით, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში რუსეთის დამარცხება შეუქცევადი პროცესია. ,,უკრაინა და შეერთებული შტატები აფიქსირებენ, რომ ჩვენი კავშირი ძლიერდება და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში რუსეთის დამარცხება შეუქცევადი პროცესია. პუტინის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” მიდის შემდეგი გეგმით: ნატო ფართოვდება და კონსოლიდირებულია; უკრაინას ღირსეული ადგილი უჭირავს გლობალურ პოლიტიკაში; ჩვენი არმია იღებს ყველაზე თანამედროვე იარაღს; რუსეთი კარგავს ღირსების ნარჩენებს და იმ გავლენას, რაც 24 თებერვლამდე ჰქონდა. ჩვენს ხალხს ეს ძვირად უჯდება. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მარტო არ ვართ, ერთად…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ესწრება

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება. დღეს მოსამართლე გიორგი არევაძე სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობას განიხილავს.  დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემენ ექსპერტები.

მეტი...

,,მაკვდება ხელში შვილი” – გიული ალასანია

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა. ალასანიას თქმით, მისი მოთხოვნაა პროცესი წარიმართოს რაც შეიძლება სწრაფად. ,,ჩემი მოთხოვნაა რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ მაკვდება ხელში შვილი”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.  

მეტი...

დედოფლისწყაროში, მგლებმა 100-ზე მეტი ცხვარი დაგლიჯეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვრებზე მგლებმა 100- ზე მეტი ცხვარი დაგლიჯეს. მწყემსების ინფორმაციით, საქონლის ნაწილი დაკარგულია და ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა იორის მინდვრებზე გუშინ ღამით მოხდა. სავარაუდოდ, ცხვრის ფარას მგლების ხროვა შეესია. სადგომზე მისულებ მწემსებს, 1 000 სული ცხოველიდან ადგილზე არცერთი დახვდათ.

მეტი...

თბილისში, 18 წლის ბიჭი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ტრაგედია  თბილისში – 18 წლის ბიჭი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილის ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, რა დროსაც მისი ბიძაშვილი დაიღუპა.    

მეტი...

,,არ გამოვრიცხავ არაფერს”- გიული ალასანია

კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა. მისი განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ, ხელისუფლების მხრიდან მისი უფლებების კიდევ ერთი უხეში დარღვევა იქნება. “ყველაფერი შესაძლებელია, არ ვიცი არაფერი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ველოდები, არ ვიცი (ჩართავენ თუ არა) საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს. გუშინ დილით ვნახე, მაგრამ საერთოდ არ გვილაპარაკია ამ თემაზე”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სამოქალაქო აქტივისტები და ახლობლები საქართველოსა და უკანიდან დროშებით დახვდნენ. 45 წლის მიხეილ თევდორაძე რამდენიმე დღის წინ,  ბახმუტის მისადგომებთან, ბრძოლის დროს დაიღუპა. დაღუპულ მებრძოლს მშოლიურ სახლში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში გადაასვენებენ.

მეტი...

,,თქვენი ფული არაა ქველმოქმედება, ესაა ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში”- ზელენსკი

,,თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ პასუხისმგებლობით ვატარებთ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინის დროშა გადასცა, რომელიც უკრაინელი სამხედროების მიერ არის ხელმოწერილი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დროშა მას ბახმურტში ჯარისკაცებმა გადასცეს. „გუშინ ბახმუტში როდესაც ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა მომეტანა თქვენთვის, კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს…

მეტი...

დონბასში რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, დმიტრი როგოზინი დაიჭრა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, ოთხშაბათს აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის დაბომბვის შედეგად დაიჭრა. მედიის ცნობით, დიმიტრი როგოზინი, რომელიც ახლა რუსი სამხედროების მოხალისეების გუნდს ხელმძღვანელობს დონბასის რეგიონში, ზურგში დაჭრეს და კლინიკაშია გადაყვანილი. როგოზინის თანაშემწის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

მეტი...

,,შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი აგრესიისთვის”- ზელენსკი

„ეს ბრძოლა არ შეიძლება, გაიყინოს, ან გადაიდოს. ეს არ შეიძლება იგნორირებულ იქნას, იმ იმედით, რომ ვინმე სხვა გაგვიწევს დაცვას“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკიმ კონგრესისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ მათ მიერ გაწეული ფინანსური დახმარება, არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტირებაა დემოკრატიაში. მან მოუწოდა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ. „თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, თუ რამდენად დამღუპველია მისი აგრესია სინამდვილეში. თქვენს შესაძლებლობებშია, დაგვეხმაროთ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვინც დაიწყო ეს არაპროვოცირებული და დანაშაულებრივი ომი. მოდით გავაკეთოთ ეს. დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი აგრესიისთვის და აანაზღაუროს…

მეტი...

,,ყველამ ვიცით, რა დევს სასწორზე, ევროპელმა პარტნიორებმა უფრო მეტად”- ჯო ბაიდენი

,,არასდროს მინახავს ნატო და ევროკავშირი უფრო მეტად ერთსულოვანი რაიმეში და ვერ ვხედავ ამის ცვლილების რაიმე ნიშანს,” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრისას ვლადიმირ პუტინი ნატო-ს დასუსტებას იმედოვნებდა, სანაცვლოდ კი გაძლიერებული ნატო მიიღო. „ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ უფრო მეტად. ჩვენ არასდროს გვინახავს, მსგავსი შეჭრა ევროპულ ქვეყანაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ისინი ვერ ხედავენ რაიმე ნიშანს, რომ პუტინი აპირებს რამის შეცვლას, ვიდრე ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევაში. ყველამ ვიცით, რა არის სასწორზე. თავად სუვერენიტეტის იდეა და გაერო-ს…

მეტი...

,,კარგი ამბებით ვბრუნდები სახლში”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, თამაშის წესებს შეცვლის. მისი თქმით, ეს იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების შესაქმნელად“ . „მე კარგი ამბებით ვბრუნდები სახლში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. ამ პაკეტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია „პეტრიოტის“ სისტემები, ის, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ძალიან კარგი მოლაპარაკება და საუბარი გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილეთ, რასაც მომდევნო წელს ველით და რისთვისაც ვემზადებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,თქვენ არასდროს დარჩებით მარტო”- ბაიდენი ზელენსკის

,,თქვენ არასდროს დარჩებით მარტო,” – ამ სიტყვებით აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა. აშშ-ს პრეზიდენტმა სამხედრო დახმარების ახალი 1.85 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ განაცხადა. „დღეს მე ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების მორიგი ტრანშის შესახებ. 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი მოიცავს, როგორც უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობის პირდაპირ ტრანსფერებს, ასევე კონტრაქტებს საბრძოლო მასალების მიწოდებისთვის, რომელიც უკრაინას მომდევნო თვეებში დასჭირდება, მისი არტილერიისა და ტანკებისთვის და სარაკეტო სისტემებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალი შესაძლებლობების გარდა, პაკეტი ასევე მოიცავს „პეტრიოტის“ ბატარიებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...