,,ცინიკურად გამოიყვანეს კონფლიქტში დაზარალებული მხარე დამნაშავედ”- ზახაროვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

მარია ზახაროვას განცხადებით, ჰააგის ასამართლოს პროკურატურის მიერ საქართველოში 2008 წელს არსებულ ვითარებაზე ჩატარებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა.

მისი თქმით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლო არ დაინტერესებულა „საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი ცხინვალის ბარბაროსული დაბომბვითა და რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმით“.

„14-წლიანი მუშაობის შემდეგ გამომძიებლებმა, რომლებიც არ ერკვეოდნენ რეგიონის სპეციფიკაში, მაგრამ მორჩილად ასრულებდნენ დასავლელი მურვეების პოლიტიკურ დაკვეთას, თავდაყირა დააყენეს ვითარება და ცინიკურად გამოიყვანეს კონფლიქტში დაზარალებული მხარე დამნაშავედ. შედეგად გაიცა დაკავების სამი ორდერი სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქეზე, რომელთაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობაც. მათ ეთნიკური ქართველების მითიურ შევიწროებაში დასდეს ბრალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები