რუსეთში ავიამზიდს ცეცხლი გაუჩნდა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ მურმანსკში ავიამზიდს „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი გაუჩნდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ხანძარი კრეისერ “ადმირალ კუზნეცოვზე” გაჩნდა.

“ხანძარი ლიკვიდირებულია. ყველა შესაბამისი სახანძრო სისტემა გამართულად მუშაობდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის”, – აღნიშნა გემთმშენებლობის კორპორაციის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ერთადერთი რუსული ავიამზიდი  2017 წლიდან შეკეთების პროცესშია.

მსგავსი თემები