„დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი”- კობახიძე სააკაშვილზე

„დღეს  ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება

„დღეს  ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. რაც შეეხება, მის ვიზუალს, არაფრით არ განსხვავდება იმ კადრებისგან რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ და ეს იყო ორი დღით ადრე გადაღებული კადრები, ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება და მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც ასევე გამოიწვია წონის კლება. ეს არის ერთადერთი რასაც ვხედავთ ჩვენ მისი ვიზუალიდან. დანარჩენი, რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით და ვერცერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ არის ცალსახა სიმულაცია და ძალიან უნიჭო სიმულაცია, რაც ვიხილეთ ჩვენ, მათ შორის ტელევიზიებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები