,,ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები უნდა გავრცელდეს საქართველოზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვასა და სომხეთზეც”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინასა და რუსეთთან ერთად უნდა გავრცელდეს საქართველოზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვასა და სომხეთზეც.

„როდესაც მე ვსაუბრობ გარანტიებზე, ვსაუბრობ ყველა ამ ქვეყანაზე, ჩვენზე და ასევე რუსეთზე“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ევროპის უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ უნდა უზრუნველყოს ამ რეგიონისა და მთელი ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება.

 

მსგავსი თემები