„თუ გვსურს, აღვადგინოთ საზოგადოებაში ნდობა, მაშინ დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის გაუქმება მოითხოვა. ორბანის თქმით, კორუფციულმა სკანდალმა აჩვენა, რომ პარლამენტის დამცავმა მექანიზმებმა პრაქტიკულად არ იმუშავა.

„თუ ჩვენ გვსურს, აღვადგინოთ საზოგადოებაში ნდობა, მაშინ დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი“, – განაცხადა ორბანმა.

სანაცვლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც ორბანის თქმით, ეროვნული დელეგატები იქნებიან წარმოდგენილები.

„ეს იძლევა უკეთესი ზედამხედველობის, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გარანტიას. დაუბრუნეთ კონტროლი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს“, – განაცხადა ორბანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ევროპარლამენტის ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტი და კიდევ სამი პირი ქრთამის სანაცვლოდ კატარის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები