,,ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე”- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” ცუდად გახდა. მისი თქმით, სააკაშვილთან ექიმის მისვლა გახდა საჭირო და ამ ეტაპზე ის დისტანციურად ჩართვას ვერ შეძლებს.

,,ბატონი მიხეილის საკანში იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ახლახან დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩაერთოს პროცესში”,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი თემები