,,აშლილობა ყოველთვის ჰქონდა”- მდინარაძე სააკაშვილზე

,,პოსტ ტრავმული აშლილობა, აშლილობა ზოგადად ამ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა,”- ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ”2-ოთახიან ლუქსშია მოთავსებული”.

„აშლილობა ზოგადად ამ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა, პოსტტრავმა რამ გამოიწვია, აქ არის “ფეიკი”. მას არანაირი ტრავმა არ მიუღია, არანაირი წამება არ ყოფილა, ოროთახიან “ლუქსშია” მოთავსებული და ამხელა მონოლოგის მიუხედავად, თქვენ კვლავ ვერ მისახელებთ იმ დიაგნოზს, რომელიც ქართული კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება ამ ადამიანის გათავისუფლების საფუძველი გახდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები