,,ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, სანდუმ მიხედოს თავის მეექვსე პატიმარ პრეზიდენტს”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტების  განცხადებებს ეხმაურება, რომლითაც ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებენ.

,,თვითონ სანდუს ჰყავს, რომელი ნომერია არ ვიცი, მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი თუ არ ვცდები, პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს.

რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, სანდუმ უნდა მიხედოს თავის მეექვსე პრეზიდენტ პატიმარს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები