,,რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები”- გიული ალასანია

,,რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები!” – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი დედა, გიული ალასანია  ხელისუფლების წევრების განცხადებებს,  სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და ეს უნდა იყოს ობიექტური.

„მის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და ეს უნდა იყოს ობიექტური. რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები! ექიმების დიაგნოზებზეა ეს ყველაფერი დამყარებული და ხელისუფლებაში ვინ არის ექიმი, მე აღარ ვიცი უკვე“, – აცხადებს ალასანია.

 

 

 

მსგავსი თემები