,,სახელმწიფოს უნდა, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, რათა მან მოიხადოს დარჩენილი 5 წელი”- შალვა პაპუაშვილი

,,ექიმებს და სახელმწიფოს უნდა, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, რათა მან მოიხადოს დარჩენილი 5 წელი კიდევ, იმ დანაშაულებისთვის რაც დარჩენილი აქვს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული.

,,ჩვენ კლინიკისგან პირდაპირ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან. ჩვენ ვნახეთ ეს კიდევაც, ეს არათანამშრომლობა, რას ნიშნავს, ის არ თანამშრომლობს კლინიკასთან, ჩვენ ვნახეთ რომ კლინიკის მიზნები და მიხეილ სააკაშვილის მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა, კლინიკისა და სახელმწიფოს მიზნებია რომ ის იყოს ჯანმრთელად, სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული.

ჩვენ რასაც ვხედავთ და გვესმის, ის არ ემორჩილება ექიმებს, რომ მისი ინტერესი და ექიმების ინტერესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ექიმებს და სახელმწიფოს უნდა, რომ ის იყოს ჯანმრთელი, რათა მან მოიხადოს დარჩენილი 5 წელი კიდევ, იმ დანაშაულებისთვის რაც დარჩენილი აქვს, მას უნდა რომ რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ რამენაირად დააღწიოს თავი მართლმსაჯულებას”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები