დიდ დიღომში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალებია ცნობილი – რას ამბობენ ადგილობრივები

თბილისში, დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით მოკლულია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოკლეს.

მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები. მოკლულს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული ყელის არეში. არსებული ინფორმაციით, დამნაშავე მოკლულის მეზობელია.

ადგილობრივების თქმით, სავარაუდო დამნაშავე კიბეზე ჩამორბოდა და ყვიროდა.

მსგავსი თემები