„მთავარი თავსატეხია, როგორ მოვახერხოთ, პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე” – ადვოკატი

საქრათველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი პროცესების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას ითხოვს. როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის სიციცხლე გადასარჩენია.

„მთავარი თავსატეხია, როგორ მოვახერხოთ, რომ  პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, თორემ ამდენი, 30 მოწმე, 21 ტომი საქმე, კიდევ დაემატება რაღაც ტომები ვატყობ, ეს დროში იწელება ვისაუბრებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაიმე გამოსავალი უნდა მოიძებნოს…

დანარჩენი საკითხი, მე თუ მკითხავთ, გადაწყვეტილია. გამოცხადდა ბატონი გოლდსმიტი, ამერიკელი ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა თავის დასკვნაში გაცემული დიაგნოზი –  დაუზუსტებელი დემენცია. მეორე მხარის პოზიცია იყო, მიმართული იმისკენ კი არა, რომ გარკვეულიყო რეალურად დიაგნოზის სიზუსტე და მერე ქმედითი ღონისძიება გატარდეს სააკაშვილის გადასარჩენად, არამედ იყო უსუსური მცდელობა, რამენაირად ხინჯი მოეძებნათ საექსპერტო დასკვნისთვის და მერე ეთქვათ, იცით რა, ეს იყო სიმულაცია და რასაც ვისმენთ ახლა მთელი თვეების განმავლობაში”- თქვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები