,,ვიდრე უკრაინა მოგვიწოდებს ომის გაჩაღებისკენ, მანამდე იქნება ხინჯი ურთიერთობებში”- ირაკლი კობახიძე

,,ვიდრე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოგვიწოდებენ საქართველოში ომის გაჩაღებისკენ, მანამდე ხინჯი იქნება ურთიერთობებში,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ზელენსკიმ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საქართველოდან გაიწვია ელჩი და  ამ პირობებშიმისი პარლამენტში ჩართვა გაუგებარი იქნებოდა.

,,ზელენსკიმ საქართველოდან გაიწვია ელჩი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და დღემდე არ დაუნიშნავს. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ჩვენი მხრიდან მისი პარლამენტში ჩართვა და სხვა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა გაუგებარი იქნებოდა. მათ უნდა თქვან უარი ომისკენ მიმართულ რიტორიკაზე, ეს არის აუცილებელი. ვიდრე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოგვიწოდებენ საქართველოში ომის გაჩაღებისკენ, მანამდე ხინჯი იქნება ურთიერთობებში. დანილოვმა ან პოდოლიაკმა ბოდიში მოიხადეს? ზელენსკისთან ყველაზე დაახლოებული პირები ისინი არიან, არც ერთს არ მოუხდია ბოდიში და არც ერთს არ წაუღია სიტყვები უკან. შესაბამისად, ეს სიტყვები ძალაშია. რაც შეეხება ზელენსკის ამერიკაში ვიზიტს, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და ეს იყო სოლიდარობის აქტი, რაც ამერიკის ხელისუფლების მხრიდან იყო გამოხატული, რაც ბუნებრივია, როცა საქმე ეხება ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები