,,გაკვირვებული და გაოგნებული ვარ…რამ აიძულა ამ კონტესქტში მოეხსენებინა ჩემი პერსონა”- ალექსანდრე გეჯაძე ”მედიაცენტრ მთავარში”

სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის  სკანდალურ ბრალდებას პასუხობს.

როგორც ექსპერტმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შალვა ხაჭაპურიძესთან წლები აკავშირებს და მისთვის გაუგებარია, რაში დასჭირდა ადვოკატის ამგვარ კონტექსტში ალექსანდრე გეჯაძის მოხსენიება.

,,მე და შალვა მეგობრები ვართ, ალბათ მიხვდება შემდეგ, რატომ გააჟღერა ასეთ ცუდ კონტექსტში ჩემი გვარი. მარტივად რომ ვთქვათ, მან საწადელს მიაღწია, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა, ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, რბილად ვამბობ ამას, რადგან ბატონ შალვასთან წლები მაკავშირებს. არაერთი ექსპერტიზა ჩაგვიტარებია ობიექტურად და შესაბამისად, რამ აიძულა ამ კონტესქტში მოეხსენებინა ჩემი პერსონა, რომ თურმე მე ძალოვანი სტრუქტურების შეკვეთებზე ვმუშაობ, არ ვიცი,”- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები წარმოადგენს ახლადაღმოჩენილ გარემოებას და საჭიროებს შემოწმებას. პენიტენციურმა სამსახურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ახალი ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილს ჩაუტაროს სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ, შ.პ.ს. “ვექტორმა (ალექსანდრე გეჯაძის ხელმძღვანელობით) და შ.პ.ს. “რეალექსპერტი” (მაია ნიკოლეიშვილის ხელმძღვანელობით).

,,გეჯაძემ მითხრა სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ”ჩიტის” საქმეში, ოღონდ დამირეკავს შსს და დავწერს იმას, რასაც მეტყვიან” – სააკაშვილის ადვოკატი

 

 

 

„ვერ დავწერდით, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მძიმე ავადმყოფი“ – რას ითხოვდა სააკაშვილის ადვოკატი ექსპერტისგან

მსგავსი თემები