„საბერძნეთი თუ არ იქნება წყნარად, ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, გვერდით არ გადგება”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს აფრთხილებს, რომ თურქულ რაკეტებს შეუძლიათ, ათენამდე მიაღწიონ.

„ახლა ჩვენ დავიწყეთ საკუთარი რაკეტების წარმოება. ცხადია, ეს აფრთხობს ბერძნებს. როდესაც ვამბობთ „ტაიფუნი“, ბერძნებს ეშინიათ და ამბობენ, რომ ეს რაკეტა მოხვდება ათენს. ცხადია, ის მოხვდება ათენს“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა „ტაიფუნი“ ახსენა, რომელიც  მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტაა.

„საბერძნეთი თუ არ იქნება წყნარად, თუ შეეცდებით იარაღის ყიდვას, მათ შორის ამერიკიდან, მაშინ ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, გვერდით არ გადგება, მას რაღაცის გაკეთება მოუწევს“, – განაცხადა ერდოღანმა.

„პოლიტიკო“ წერს, რომ თურქეთის რიტორიკა საბერძნეთის მიმართ ბოლო თვეებში ხისტი გახდა. ამის მიზეზად ანკარა საბერძნეთის მხრიდან ეგეოსის კუნძულებზე სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას ასახელებს.

გასულ კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააფრთხილა საბერძნეთი, შეწყვიტოს ეგეოსის კუნძულების მილიტარიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანკარა საჭირო ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრა.

მსგავსი თემები