“ლეტალური შედეგის მომატებული რისკია… 14 წამალს აძლევენ, ერთ-ერთი რუსეთში წარმოებულია და ძალიან ცუდად მოქმედებს” – ამერიკელი ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

“ლეტალური შედეგის მომატებული რისკია… 14 წამალს აძლევენ, ერთ-ერთი რუსეთში წარმოებულია და ძალიან ცუდად მოქმედებს” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დი ანჯელო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობს, რა ტიპის მკურნალობა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს და რატომ და რატომ ვერ ხერხდება ეს საქართველოს კლინიკაში.

„რატომ სჭირდება სამედიცინო მკურნალობა და რატომ უნდა გაიყვანონ საქართველოდან,  როგორც დოქტორმა დევიდ სმიტმა თქვა, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, ბიოფსიის კვლევა, მას აქვს ვერცხლისწყალი და დარიშხანი ორგანიზმში და სჭირდება დეტოქსიკაცია, არსებობს მომატებული რისკი ლეტალური შედეგების, ასევე თეთრი სხეულია შემცირებული. ჩვენ არ ვიცით შეიძლება თუ არა ამის შეჩერება. მას ასევე სჭირდება სასწრაფოდ გადაუდებელი ქირურგია მხარის არეში იმისთვის, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც აქვს მხართან დაკავშირებით. არსებობს მთელი რიგი პრობლემებიც, რომლებიც უნდა მოგვარდეს… პოლიფარმაციაც გამოიყენება მასთან მიმართებით და მას აძლევენ 14 წამალს, ერთ-ერთი წამალი არის რუსეთში წარმოებული რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს,” – თქვა ადვოკატმა.

მსგავსი თემები