,,მიზეზებს ეძებენ, ვითომ მიშას მდგომარეობა გამოწვეულია მოგონილი ოპერაციით”- კობა ნაყოფია

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, კობა ნაყოფია უარყოფს მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მან საქართველოში ჩამოსვლამდე ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ბოლო მანიპულაცია გაიკეთა დაახლოებით ექვსი წლის წინ, 2017 წლის დასაწყისში, როგორი დოკუმენტიც არ უნდა არსებობდეს, ეს დოკუმენტი არ არის 2021 წლის

,,მე მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, დაინტერესდეს ამით, ეს მათივე ინტერესებშია და ხელეწიფებათ რომ ეს გააკეთონ სახელმწიფო დონეზე, გამოითხოვონ კლინიკიდან, თუ ასეთ კლინიკა არსებობს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია გაიკეთა, ეს არის მორიგი ტყუილი და ფეიკი, მე მოვუწოდებ რომ გაასაჯაროონ და დადონ ეს დოკუმენტები.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ოპერაციას, ბოლო ოპერაცია მიხეილ სააკაშვილის განხორციელდა დაახლოებით 6 წლის წინ. რანაირი დოკუმენტიც არ უნდა არსებობდეს, ეს დოკუმენტი არ არის 2021 წლის, ეს იქნება სულ მცირე ხუთი-ექვსი წლის წინანდელი, არ დამალულა, კლინიკასაც, ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ყველანაირ მანიპულაციასთან დაკავშირებით. ეს არის სიცრუე. მოვუწოდებ კომპეტენტურ ორგანოებს, გამოიძიონ, საზოგადოება ნუ შეჰყავთ შეცდომაში. მიზანი ძალიან მარტივი აქვთ, გადაფარონ მისი წამების, მოწამვლის ფაქტები. ახლა თითქოს მიზეზებს ეძებენ, ვითომ მიშას მდგომარეობა გამოწვეულია ჰიპოთეტური, მოგონილი ოპერაციით, რაც არის ტყუილი და სიცრუე“, – განაცხადა ნაყოფიამ.

მსგავსი თემები