“პატიმრობის დაწყებიდან არაჯეროვნად მკურნალობენ, 6 თვეა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა გაუარესდა” – სააკშვილის შვილი ევროპარლამენტიდან

პატიმრობაში მყოფი საქართველო მესამე პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა, ევროპარლამენტში, ევროდეპუტატებთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში, ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს. ძალიან მარტივია გამოსავალი, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს“, – აღნიშნა ედუარს  სააკაშვილმა სტრასბურგში.

მისი შეფასებით,  დღეს ის იძულებულია, ამ მაღალი ტრიბუნიდან საჯარო განცხადებები გააკეთოს.

„მამაჩემს ვხედავ, უფრო და უფრო სუსტად არის.  ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, მოუსვენარი აი, ასეთ მდგომარეობაშია. პატიმრობის დაწყებიდან არაჯეროვნად მკურნალობენ, 6 თვეა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა გაუარესდა. არ ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უიმედოა, როდესაც ბრიუსელში და სტრასბურგში ჩავდივარ ვხედავ მზარდ მხარდაჭერას პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, რომ ხდება აღიარება იმის, რომ სიტუაცია ისეთი როგორიც დღეს არის მამაჩემთან დაკავშირებით, უნდა შეიცვალოს. არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში, ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯამმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს. ძალიან მარტივია გამოსავალი, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს. რაღაც უნდა შეიცვალოს და მამაჩემის სიცოცხლე უნდა გადარჩეს. მისი ჯანმრთელობა უნდა შენარჩუნდეს. ეს არის კომბინაცია ცოდნისა და იმედის, რომლითაც ვამბობ, რომ ჩემი მამა, მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება ციხეში“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა სტრასბურგის მაღალი ტრიბუნიდან.

ბრიფინგს სანდრა რულოვსი და გიული ალასანიაც ესწრებოდა. ბრიფინგი ევროპარამენტარ ანა ფოტიგას მონაწილეობით გაიმართა.

 

მსგავსი თემები