პუტინის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტი საქართველოში არ შეუშვეს

საქართველოს მთავრობამ  პუტინის კრიტიკოსისთვის საზღვარი ჩაკეტა. გამოცემა „ხოლოდის“ პოდკასტების რედაქტორი, ალექსეი პონომარიოვი, საქართველოში არ შეუშვეს.

ჟურნალისტი საქართველოში ლატვიიდან ბრუნდებოდა, როცა ის თბილისის აეროპორტში ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეს, შემდეგ კი გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარი ეთქვა „სხვა მიზეზების“ გამო. ამის შემდეგ პონომარიოვი თვითმფრინავში ჩასვეს და კვლავ რიგაში გაამგზავრეს.

პუტინის კრიტიკოს ჟურნალისტს უკვე ერთი წელია, თბილისში ბინა აქვს ნაქირავები და აქ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი მიზეზი, რის გამოც ის საქართველოში, არ უნდა შემოეშვათ. ალექსეი პონომარიოვს არ დაურღვევია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ამიტომ დარჩა მხოლოდ ერთადერთი ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებზე  ნადირობა აქვს გამოცხადებული

მსგავსი თემები